Total Eye Lift
მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვით წარმოდგენილი თვალის მოვლის სრულყოფილი გადაწყვეტილება Clarins-ის ლიფტინგის ექსპერტიზის საფუძველზე, სპეციალურად თვალების მიმდებარე ზონების მოვლისთვის.
Not Chosen
რა მოხდებოდა, თვალის მიმდებარე ზონების სულ რამდენიმე წამში გარდაქმნა რომ შეგვეძლოს? — ამ კითხვას, Clarins-ის კონცენტრატი პასუხობს და გამოყენებიდან, სულ რაღაც, 30 წამში, ლიფტინგის ეფექტს გვპირდება*. ორმაგად ინოვაციური პროდუქტი — Total Eye Lift მეცნიერებისა და ფორმულის უახლესი ტენდენციების გამოყენებით შექმნილ ტექნოლოგიურ მიღწევას წარმოგვიდგენს.
რეტინოლის მსგავსი ტექნოლოგია: ორგანული ჰარუნგანას მძლავრი ექსტრაქტი, რეტინოლივით ეფექტური** და ამავდროულად, თვალის მიმდებარე ზონებზე, ფაქიზად მოქმედია: Clarins-ის ლაბორატორიების მიერ დაპატენტებული*** აქტიური ინგრედიენტი, კოლაგენის გამომუშავების პროცესს, 12-ჯერ აძლიერებს****. ლიფტინგის ხანგრძლივი ეფექტისთვის, მოცემული ინგრედიენტი, კონცენტრატის ფორმულაში, კომბინირებულია წითელი წყალმცენარეების ბიოტექნოლოგიით მიღებულ ახალ ექსტრაქტთან.
კანის ამჭიმავი მატრიცა: Total Eye Lift, სასიამოვნო სტრუქტურით, კანს, გამამკვრივებელი ფირის პრინციპით ეკვრის და ლიფტინგის მყისიერ ეფექტს ანიჭებს. ბალზამის ეფექტურობა დადასტურებულია მეცნიერულად, Clarins-ის ინსტრუმენტული კვლევის პროტოკოლის თანახმად.
Total Eye Lift წარმოდგენილია ახალი, მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვით*****. პროდუქტის ამოწურვისას, ფლაკონს, ნუ გადააგდებთ.
*მონაცემები ეყრდნობა 111 მომხმარებელი ქალის თვითშეფასებას
**მონაცემები ეყრდნობა ნაოჭსაჭინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედების შემსწავლელი შედარებითი კლინიკური კვლევის შედეგებს: კვლევის ფარგლებში, 46 ქალი, 56 დღის განმავლობაში, ორგანული ჰარუნგანას* ექსტრაქტის ან რეტინოლის შემცველ ფორმულას იყენებდა, რომელთა ინგრედიენტების პროცენტული შემადგენლობაც, სრულად შეესაბამებოდა მზა პროდუქტის შემადგენლობას
***საფრანგეთში რეგისტრირებული Clarins-ის 2 პატენტი ჰარუნგანას ექსტრაქტის ეფექტიანობის შესახებ
****ჰარუნგანას ექსტრაქტის ინ ვიტრო კვლევა
*****მრავალჯერადი გამოყენების ფლაკონს დამოუკიდებლად ვერ შეავსებთ
AQUA/WATER/EAU. CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE. PROPANEDIOL. CETEARYL ALCOHOL. BUTYROSPERMUM PARKII (SHEA) BUTTER. HYDROGENATED COCO-GLYCERIDES. PENTYLENE GLYCOL. PANTHENOL. GLYCERIN. GLYCERYL STEARATE. PEG-100 STEARATE. CETEARYL GLUCOSIDE. CAFFEINE. STEARETH-21. HYDROXYACETOPHENONE. DIMETHICONE. CHLORPHENESIN. AVENA SATIVA (OAT) KERNEL EXTRACT. CARBOMER. ETHYLHEXYLGLYCERIN. PVP. TOCOPHERYL ACETATE. CI 77891/TITANIUM DIOXIDE. SYNTHETIC FLUORPHLOGOPITE. DISODIUM EDTA. ESCIN. PARFUM/FRAGRANCE. BUTYLENE GLYCOL. SODIUM HYDROXIDE. DIMETHICONOL. PHENETHYL ALCOHOL. CITRIC ACID. HARUNGANA MADAGASCARIENSIS EXTRACT. MARRUBIUM VULGARE EXTRACT. SODIUM BENZOATE. FURCELLARIA LUMBRICALIS EXTRACT. SODIUM CARRAGEENAN. JANIA RUBENS EXTRACT. TIN OXIDE. MARIS SAL/SEA SALT/SEL MARIN. ACETYL TETRAPEPTIDE-2. DEXTRAN. [V4480A]
ლიფტინგის ეფექტის ოპტიმიზაციისთვის, ბრენდის სპეციალისტი — მარი დეპულანი, სწრაფ და ეფექტურ მეთოდს გვიზიარებს: მოათავსეთ საჩვენებელი და შუა თითები თვალის შიდა კუთხეებთან, წარბების ქვეშ; შემდეგ, გადაინაწილეთ კონცენტრატი საჩვენებელი თითებით, ზედა ქუთუთოებზე, საფეთქლებისკენ მიმართული მოძრაობებით; მომდევნო ეტაპზე კი — ქვედა ქუთუთოებზე, შუა თითებით, საფეთქლებისკენ მიმართული მოძრაობებით.
ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.
70+ წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება
ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.
*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში) პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.