Tonka Musk
Eau de Parfum
სუნამო
ადამიანები, რომელთაც გრძნობების მორევში ჩაძირვა ხიბლავთ, გულუხვი, მხიარული ხასიათით გამოირჩევიან; უყვართ ჩახუტება, სიტკბო და ცხოვრებისეული აღმაფრენის მომენტების გახსენება…
Not Chosen
Alyssa Ashley-ს არომატი Tonka Musk დარიჩინის ნათელი ნოტით იშლება. სურნელის გული შავი ქარვის და ტონკას მარცვლების ბლენდს მოიცავს, ბაზა კი — ვანილისა და მუშკის
ადამიანები, რომელთაც გრძნობების მორევში ჩაძირვა ხიბლავთ, გულუხვი, მხიარული ხასიათით გამოირჩევიან; უყვართ ჩახუტება, სიტკბო და ცხოვრებისეული აღმაფრენის მომენტების გახსენება…
top; Cinnamon, heart; Black Amber, Tonka Bean, base; Vanilla, Musk
ALCOHOL DENAT. (ALCOHOL), PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), BENZYL BENZOATE, BENZYL CINNAMATE, CINNAMAL, CITRONELLOL, COUMARIN, LIMONENE, LINALOOL.
პარფიუმერული ბრენდი Alyssa Ashley 1969 წელს, იტალიური სიურეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის — ენრიკო დონატის ბრწყინვალე გონებაში დაიბადა: სურნელოვანი ოსტატობისადმი მისწრაფება ხელოვანმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ისტორიული ფრანგული პარფიუმერული სახლის — Houbigant-ის უკანასკნელ მემკვიდრეზე იქორწინა: წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა, თუმცა დონატის პარფიუმერიისადმი სიყვარული უცვლელი დარჩა, რის გამოც, განქორწინების შემდეგ, კომპანიის შესყიდვა გადაწყვიტა.
Houbigant-ის სურნელოვანი ხაზი — Alyssa Ashley ენრიკო დონატის ქალიშვილს — ალისას მიეძღვნა: მისი იდენტობა კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სულ მალე, დამოუკიდებელ ბრენდად იქცა.
აი, ასე შეიქმნა Alyssa Ashley: ორი დარგის — სახვითი ხელოვნებისა და პარფიუმერული ოსტატობის შერწყმის შედეგად!