მთავარიშოპისუნამო

WHITE FIRE

WHITE FIRE
WHITE FIRE

HAIR MIST

სუნამო

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი White Fire („თეთრი ცეცხლი“), ცეცხლისა და თოვლის ხმა და სურნელია…

მოცულობა:

Not Chosen

345.00 ₾
აღწერა

Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი White Fire („თეთრი ცეცხლი“), ცეცხლისა და თოვლის ხმა და სურნელია…

მდუმარე თოვლის თვალისმომჭრელ ფერს ცეცხლის მოელვარე ალი აბრწყინებს და აცოცხლებს. White Fire, ბავშვის უდარდელი სიცილის და უმანკო, ფაქიზი, მოსიყვარულე მოფერების მსგავსი სურნელია — წმინდა, მარტივი, ვერცხლის მაგვარი არომატი.

იტალიური ალპების მყინვარზე, ბანაკში დანთებული მაღალი კოცონი; მონტე-ჩევედალეს მწვერვალის დალაშქვრის სათავგადასავლო, თუმცა მძიმე მსვლელობის ერთი ფაზა; დოლომიტების ველურ, უკიდეგანო მდუმარებაში, მზის ამოსვლისას გაღვიძების აღტაცება. გამჭვირვალე, სუფთა ჰაერი და თოვლის ენერგიის მომნიჭებელი, გრილი არომატი; მათრობელა ჟანგბადი და ყინულზე მოგიზგიზე ცეცხლის ნოტიო სურნელი. არემარეს ცისკრის პირველი სხივი აბრწყინებს.

White Fire, ჩვენი თვალთახედვითა და ემოციით, ბროლივით წმინდა ბუნების უნიკალურ ძალას და სილამაზეს განასხეულებს, ყველაზე ინტიმურ სურნელოვან მოგოგნებებთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს თმის თერაპიის სურნელოვანი ნისლი მოვლის უახლესი პროდუქტია, რომელიც ბრენდის მოწინავე ლაბორატორიებში, წლების განმავლობაში წარმოებული კვლევების და განვითარების კვალდაკვალ შემუშავებული რევოლუციური მეთოდის საფუძველზე შეიქმნა. მისი სასიამოვნო სურნელი თმას ბუნების რეგენერაციული მოფერებით მოეფინება.

ფიტოკერატინის და ქერტლის საწინააღმდეგო ნივთიერების შემცველობით, Tiziana Terenzi-ს თმის ნისლის განსაკუთრებული ფორმულა, ახალი — ნატურალური, გარემოსდამზოგავი ინგრედიენტების დამსახურებით, მდგრად სურნელთან ერთად, თმის მკვებავ მოქმედებასაც აძლიერებს.

ფიტოკერატინს თმის გაჯანსაღების (კლინიკური ტესტის შედეგად გამოკვლეულთა 85%-ში თმის გაძლიერება აღინიშნა) და ელასტიკურობის გაძლიერების (კლინიკური ტესტის შედეგად გამოკვლეულთა 8%-ში ელასტიკურობის გაძლიერება გამოვლინდა) უნარები აქვს, ქერტლის საწინააღმდეგო ნივთიერება კი მნიშვნელოვნად ამცირებს ქერტლის ჩამოყალიბებას და ტანსაცმელზე სკალპის არასასიამოვნო ნარჩენებს.

თმის ეფექტური გამაჯანსაღებელი და აღმდგენი მოლეკულა — კერატინი, ცხოველური წარმოშობის გამო, გარემოსდამზოგავი შეზღუდვების თანახმად, ლიმიტირებულია. კომპანია Cereria Terenzi-ს გუნდისთვის კი, გადაწყვეტილებების მიღებისას თუ სტრატეგიული არჩევანის გაკეთებისას, ერთ-ერთი ფუნდამენტური მამოძრავებელი ძალა სწორედ წარმოების გარემოზე ზეგავლენაა, რის გამოც, Terenzi-ს მიერ განხორციელებული ყოველი ნაბიჯი, ეკო-მდგრადობისა და სოციალური პასუხისმგებლობის ფილოსოფიაზე დაყრდნობით ხორციელდება. სწორედ ამიტომ შეეხო Terenzi-ს კვლევები აქამდე უცხო სფეროებს და მცენარეული წარმოშობის მოლეკულები შეისწავლა, რომლებსაც გარემოზე მავნე ზემოქმედება აბსოლუტურად არ ახასიათებთ, ეფექტი კი ზუსტად ცხოველური კერატინის ანალოგიური აქვთ.

შედეგები განმაცვიფრებელი აღმოჩნდა: Terenzi-ს სერტიფიცირებულმა ლაბორატორიულმა ცდებმა გამოავლინა, რომ მცენარეული კერატინის ძვირფასი და იშვიათი მოლეკულა, ცხოველური წარმოშობის ალტერნატივაზე, სულ მცირე, 20-ჯერ უფრო ძლიერი აღმდგენია. შედეგად, წყლის და ბუნებრივი მოლეკულების ბაზაზე, ექსკლუზიური ფორმულა შეიქმნა, რომელიც თმის დახვეწილი, სურნელოვანი გამაჯანსაღებელი მოქმედებით ხასიათდება და ამავდროულად, იდეალურია ყველაზე ფაქიზი, ძვირფასი ქსოვილებისთვისაც (რათა ტანსაცმელი არ დააზიანოს).

Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ნისლი, მართლაც რევოლუციური პროდუქტია თქვენი თმის კეთილდღეობისთვის; ყოველი გამოყენებისას, თმას არაორდინალურად ინტენსიურ სურნელს და პროექციას ანიჭებს და ამავადროულად, გამაახალგაზრდავებელ, გამამხნევებელ მკურნალობას გთავაზობთ!

გამხსნელი ნოტები:

მწვანე ფოთლები, გრილი ყინული, ჟანგბადის ნოტი

გულის ნოტები:

ჩინური ჟასმინი, გვიმრა, თეთრი ამბრი

საბაზისო ნოტები:

სანდალვუდი, ამბრი, მუშკი

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.