მთავარიშოპისუნამო

ORION

ORION
ORION

HAIR MIST

სუნამო

Tiziana Terenzi-ს Orion-ის ტარებისას, მსუბუქი ნიავი დაგვტრიალებს და სიზმრისეული უსასრულო მოგზაურობისკენ თანმხლები რჩეული მერქნოვანი სურნელი გვახსენებს თავს

მოცულობა:

Not Chosen

375.00 ₾
აღწერა

პარფიუმერ პაოლო ტერენცის მოგონება: „მე და ტიციანა, ბავშვობაში, ზაფხულის მცხუნვარე, მზიან დღეებს პაპასთან ერთად, სოფელში ვატარებდით. ის ჩვენს წარმოსახვას ჯადოსნური ზღაპრებით კვებავდა და მსოფლიოს საოცრებების შესახებ გვასწავლიდა. ხშირად, მამა — ეველინოც გვახლდა ხოლმე, სრულად სურნელოვანი ხით აგებული იალქნიანი ნავით. როდესაც იმ ნავით ზღვის ტალღებს სხვადასხვა მიმართულებით ვჭრიდით და ჩვენი საყვარელი იტალიის უსასრულო სილამაზეს შევიმეცნებდით, თვალები ახალი აღმოჩენების სიხარულით გვიბრწყინავდა.

ჩვენი ქალაქიდან რამდენიმე მილის მოშორებით, კონეროს მოჯადოებული მთაა, რომელიც თითქოს ზღვაში გადავარდნილა და სუნთქვის შემკვრელ სანახაობას წარმოქმნის. წყლის ბროლივით კამკამა ზედაპირი კლდეების და ტყეების გამოსახულებებს ირეკლავს, ორი მწვერვალით — ღმერთის მიერ ზღვაში ჩაგდებული ორი დის მიერ დაცულ იტალიის ერთ-ერთი ულამაზეს ყურეში. ნაოსნობას შუაღამისას, მსუბუქი ნიავის თანხლებით ვიწყებდით ხოლმე და მთელი მოგზაურობისას, ხმელთაშუა ზღვის მარადმწვანე მცენარეების მხიარული სურნელი მოგვდევდა.

მამა თამამად მიცურავდა ვარსკვლავების მეგზურობით, პაპა გულიელმო კი — ორიონის თანავარსკვლავედზე და მის მითიურ სარტყელზე მიუთითებდა. ხანდახან, ხმელეთზე ცეცხლს ან კოცონს ვხედავდით, რაც მეზღვაურებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა. ჩვენს გულებს ზაფხულის თბილი ქარების მონაბერი არომატების აფეთქება ეგებებოდა, რომელიც, ჩვენს მოგონებებში, დღემდე ჟღერს.

არომატი Orion („ორიონი“) ბავშვობის წლების შორეული ექოების კვალდაკვალ შეიქმნა. მისი სპეციებით გაჟღენთილი ინტენსიური სურნელი მძაფრი და ამავდროულად, დახვეწილია. ციტრუსოვანი თაიგული კომპოზიციას ცქრიალა ხასიათს ანიჭებს და ანანასის სიტკბოსა და ვაშლის ხავერდოვნებას უპირისპირდება; მოცემული ნოტების ურთიერთქმედება, ქონდრის და ორეგანოს შემადგენლობით, პიკანტურ ბალანსს წარმოქმნის.

Tiziana Terenzi-ს Orion-ის ტარებისას, მსუბუქი ნიავი დაგვტრიალებს და სიზმრისეული უსასრულო მოგზაურობისკენ თანმხლები რჩეული მერქნოვანი სურნელი გვახსენებს თავს.

Tiziana Terenzi-ს ნისლი Orion („ორიონი“) თმას აღმდგენი მოფერებით მოეფინება.

პროდუქტი, ფიტოკერატინის და ქერტლის საწინააღმდეგო ნივთიერების შემცველი განსაკუთრებული ფორმულით — ძვირფასი, ნატურალური, გარემოსდამზოგავი ინგრედიენტებით, თმას სასიამოვნო სურნელს ანიჭებს და ღრმად კვებავს: ფიტოკერატინი ღერებს აძლიერებს და მეტად ელასტიკურს ხდის, ქერტლის საწინააღმდეგო ნივთიერება კი — შესამჩნევად ამცირებს ქერტლის წარმოქმნას და ტანსაცმელზე სკალპის უსიამოვნო ნარჩენებს.

Tiziana Terenzi-ს თმის თერაპიის არომატული ნისლი, კეთლიდღეობის ჭეშმარიტი რევოლუციაა: მისი ყოველი გამოყენებისას, თმა ინტენსიურ, სასიამოვნო სურნელსა და დიფუზიას იძენს და აღმდგენი, გამამხნევებელი მოქმედებით იკვებება. ნისლის რეგულარული მოხმარებით, თქვენი თმა ნაზ, აბრეშუმისებრ ფაქტურას მიიღებს.

ნისლი რეკომენდებულია ყველა ტიპის, მათ შორის — შეღებილი თმისთვისაც. შეგიძლიათ, გამოიყენოთ მხოლობითად ან Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტ Orion-ის თანმხლებად, არომატის გასაძლიერებლად: ის, პირველივე გამოყენებისას, თქვენს თმას ბუნებრივ ბზინვარებას, თქვენ კი — მთელი დღის განმავლობაში, Tiziana Terenzi-ს საყვარელი სუნამოს სურნელს მოგანიჭებთ.

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, წითელი მოცხარი, ვაშლი და ანანასი, გრილი ნიავის აკორდი

გულის ნოტები:

სპეციები, პაჩული, არყის ხე და ჟასმინი, ქონდარი

საბაზისო ნოტები:

საკმეველი, ამბრი, უდი, მუშკი, კედარი

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.