LINCE
Hair Mist
სუნამო
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Lince, სიცილიის მშვენიერებით შთაგონებული თხევადი ცდუნების წვეთია!
Not Chosen
Tiziana Terenzi-ს ნისლი Lince (იგულისხმება „ლინქსი“, იგივე ფოცხვერი) თმას აღმდგენი მოფერებით მოეფინება.
პროდუქტი, ფიტოკერატინის და ქერტლის საწინააღმდეგო ნივთიერების შემცველი განსაკუთრებული ფორმულით — ძვირფასი, ნატურალური, გარემოსდამზოგავი ინგრედიენტებით, თმას სასიამოვნო სურნელს ანიჭებს და ღრმად კვებავს: ფიტოკერატინი ღერებს აძლიერებს და მეტად ელასტიკურს ხდის, ქერტლის საწინააღმდეგო ნივთიერება კი — შესამჩნევად ამცირებს ქერტლის წარმოქმნას და ტანსაცმელზე სკალპის უსიამოვნო ნარჩენებს.
Tiziana Terenzi-ს თმის თერაპიის არომატული ნისლი, კეთლიდღეობის ჭეშმარიტი რევოლუციაა: მისი ყოველი გამოყენებისას, თმა ინტენსიურ, სასიამოვნო სურნელსა და დიფუზიას იძენს და აღმდგენი, გამამხნევებელი მოქმედებით იკვებება. ნისლის რეგულარული მოხმარებით, თქვენი თმა ნაზ, აბრეშუმისებრ ფაქტურას მიიღებს.
ნისლი რეკომენდებულია ყველა ტიპის, მათ შორის — შეღებილი თმისთვისაც. შეგიძლიათ, გამოიყენოთ მხოლობითად ან Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტ Lince-ის თანმხლებად, არომატის გასაძლიერებლად: ის, პირველივე გამოყენებისას, თქვენს თმას ბუნებრივ ბზინვარებას, თქვენ კი — მთელი დღის განმავლობაში, Tiziana Terenzi-ს საყვარელი სუნამოს სურნელს მოგანიჭებთ.
გამხსნელი ნოტები:
აბსენტი, ანისული, გარგარი, ბერგამოტი, გრეიფრუტი, მწვანე ჩაი, ანისულის ვარსკვლავი
გულის ნოტები:
ბულგარული ვარდი, სხვადასხვა ჯიშის ლეღვი, ზამბახი, ჟასმინი, ფორთოხლის ყვავილი
საბაზისო ნოტები:
რუხი ამბრი, ჰელიოტროპი, მუშკი, სანდალი, ვანილი, ვანილის ყვავილი
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.