KIRKE
HAIR MIST
სუნამო
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი — Kirke („კირკე“), ინსპირაციის წყაროს — ქალღმერთ ცირცეას მსგავსად, მაგიური, ემოციური სუნამოა, ტკბილი ხილის აყვავებული თაიგულით — ჟოლოს და კასისის (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი) ოსტატურ ალქიმიასთან შერწყმული მარაკუიას, ა
Not Chosen
რომის სამხრეთით, მომხიბლავი ადგილია, სადაც დღეს ეროვნული პარკი მდებარეობს და ვიზიტორებს სუნთქვის შემკვრელი სილამაზის მდიდრული, შთამბეჭდავი ლანდშაფტებით აჯადოებს. იქაურობა, მოგონებებში, ათასობით ასპექტით აღიბეჭდება: ქვიშის უზარმაზარ დიუნებსა და ზღვისკენ მოცქირალ, მდიდრული ტყეებით გარშემორტყმულ დაუსახლებელ მთებში ჩაძირულ მიწას, ჩარჩოსავით აკრავს ხმელთაშუა ზღვის ყველაზე აყვავებული მცენარეები, რაც კი ოდესმე გინახავთ, რომელთაც, ჯერ კიდევ შემოუნახავთ წარსული მოსახლეების — დიდებული მამაკაცების და ქალების ნაკვალევი. იმ უძველეს ბილიკებზე სეირნობა სინუსურ სურნელებსა და მეხსიერების ნათელ მოგონებებში ჩაძირვის ტოლფასია; თითქოს, ქალთევზების სიმღერა ან ქალღმერთ ცირცეას მსხვერპლის მისატყუებელი მუსიკა ჩაგესმის, ულისეს ოდისეა რომ გვიამბობს. იქაურმა არომატებმა პაოლო და ტიციანაც მოხიბლა: პარფიუმერებმა გადაწყვიტეს, მათთვის მგრძნობიარე, თბილ სუნამოში მოეყარათ თავი, სულის გრძნობათა მშვენიერებაში გატაცება რომ ძალუძს.
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი — Kirke („კირკე“), ინსპირაციის წყაროს — ქალღმერთ ცირცეას მსგავსად, მაგიური, ემოციური სუნამოა, ტკბილი ხილის აყვავებული თაიგულით — ჟოლოს და კასისის (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი) ოსტატურ ალქიმიასთან შერწყმული მარაკუიას, ატმის და მსხლის სხვადასხვა სახეობის ნოტით; დამაჯერებელი, როგორც ხეობის შროშანის მოფერება ან ქვიშაზე ფეხშიშველი სეირნობის განცდა. მის სურნელს ჰელიოტროპის შეუმცდარი კონტრასტი ათბობს, პაჩულის და ქაშმერანის (ხის, მუშკის სურნელის მქონე სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული) ძალა კი — ინტენსივობას მატებს.
ქალღმერთ ცირცეას (იგივე ცირკე/კირკე: ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი: ჰელიოსის ასული; აიეტის, პერსეს და პასიფაის და) ერთ-ერთი განთქმული, მოჯადოებული საწამლავის მსგავსად, Kirke-ც უკლებლივ ყველას ხიბლავს და შემდეგ, ზღაპრული სამყაროს საოცრებათა აღმოსაჩენად, იდუმალ ბილიკზე მიუძღვის — ჯადოსნურ ფილტრში მოქცეული მისტერიისა და მგრძნობიარობის დაუსრულებელი კვალის მომტოვებელი ემოციებისა და შთაგონებების იმპულსური ევოლუციებით.
…
Tiziana Terenzi-ს თმის თერაპიის სურნელოვანი ნისლი მოვლის უახლესი პროდუქტია, რომელიც ბრენდის მოწინავე ლაბორატორიებში, წლების განმავლობაში წარმოებული კვლევების და განვითარების კვალდაკვალ შემუშავებული რევოლუციური მეთოდის საფუძველზე შეიქმნა. მისი სასიამოვნო სურნელი თმას ბუნების რეგენერაციული მოფერებით მოეფინება.
ფიტოკერატინის და ქერტლის საწინააღმდეგო ნივთიერების შემცველობით, Tiziana Terenzi-ს თმის ნისლის განსაკუთრებული ფორმულა, ახალი — ნატურალური, გარემოსდამზოგავი ინგრედიენტების დამსახურებით, მდგრად სურნელთან ერთად, თმის მკვებავ მოქმედებასაც აძლიერებს.
ფიტოკერატინს თმის გაჯანსაღების (კლინიკური ტესტის შედეგად გამოკვლეულთა 85%-ში თმის გაძლიერება აღინიშნა) და ელასტიკურობის გაძლიერების (კლინიკური ტესტის შედეგად გამოკვლეულთა 8%-ში ელასტიკურობის გაძლიერება გამოვლინდა) უნარები აქვს, ქერტლის საწინააღმდეგო ნივთიერება კი მნიშვნელოვნად ამცირებს ქერტლის ჩამოყალიბებას და ტანსაცმელზე სკალპის არასასიამოვნო ნარჩენებს.
თმის ეფექტური გამაჯანსაღებელი და აღმდგენი მოლეკულა — კერატინი, ცხოველური წარმოშობის გამო, გარემოსდამზოგავი შეზღუდვების თანახმად, ლიმიტირებულია. კომპანია Cereria Terenzi-ს გუნდისთვის კი, გადაწყვეტილებების მიღებისას თუ სტრატეგიული არჩევანის გაკეთებისას, ერთ-ერთი ფუნდამენტური მამოძრავებელი ძალა სწორედ წარმოების გარემოზე ზეგავლენაა, რის გამოც, Terenzi-ს მიერ განხორციელებული ყოველი ნაბიჯი, ეკო-მდგრადობისა და სოციალური პასუხისმგებლობის ფილოსოფიაზე დაყრდნობით ხორციელდება. სწორედ ამიტომ შეეხო Terenzi-ს კვლევები აქამდე უცხო სფეროებს და მცენარეული წარმოშობის მოლეკულები შეისწავლა, რომლებსაც გარემოზე მავნე ზემოქმედება აბსოლუტურად არ ახასიათებთ, ეფექტი კი ზუსტად ცხოველური კერატინის ანალოგიური აქვთ.
შედეგები განმაცვიფრებელი აღმოჩნდა: Terenzi-ს სერტიფიცირებულმა ლაბორატორიულმა ცდებმა გამოავლინა, რომ მცენარეული კერატინის ძვირფასი და იშვიათი მოლეკულა, ცხოველური წარმოშობის ალტერნატივაზე, სულ მცირე, 20-ჯერ უფრო ძლიერი აღმდგენია. შედეგად, წყლის და ბუნებრივი მოლეკულების ბაზაზე, ექსკლუზიური ფორმულა შეიქმნა, რომელიც თმის დახვეწილი, სურნელოვანი გამაჯანსაღებელი მოქმედებით ხასიათდება და ამავდროულად, იდეალურია ყველაზე ფაქიზი, ძვირფასი ქსოვილებისთვისაც (რათა ტანსაცმელი არ დააზიანოს).
Tiziana Terenzi-ს სურნელოვანი ნისლი, მართლაც რევოლუციური პროდუქტია თქვენი თმის კეთილდღეობისთვის; ყოველი გამოყენებისას, თმას არაორდინალურად ინტენსიურ სურნელს და პროექციას ანიჭებს და ამავადროულად, გამაახალგაზრდავებელ, გამამხნევებელ მკურნალობას გთავაზობთ!
გამხსნელი ნოტები:
მარაკუია, ატმის, მსხლის და ჟოლოს სხვადასხვა სახეობა, კასისი (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი), თბილი ქვიშის აკორდი
გულის ნოტი:
ხეობის შროშანი
საბაზისო ნოტები:
ჰელიოტროპი, სანდალვუდი, ვანილი, პაჩული, მუშკი
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.