THEMIS
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Themis-ს მდიდრული ბალანსით გამორჩეული სურნელოვანი ქმნილებაა, სიმშვიდესა და ძალას, სიხარბესა და სურვილს შორის, მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ხეებისა და ბუნების ყველაზე მაცდური ნოტების მაქსიმალური ექსპრესიით.
Not Chosen
პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებითი ხედვა, როგორც ყოველთვის, ტრადიციებისა და ინოვაციური კვლევების კომბინაციის უნარით, ბერძნული მითოლოგიით შთაგონებულ სუნამოს — Themis-ს („თემისი“) გვთავაზობს.
სამართლიანობის და თანასწორობის ტიტანიდა — თემისი, ურყევი სიმტკიცის სიმბოლოდაც მიიჩნეოდა: სწორედ მისი ხასიათის მსგავსად გამძლე და მდგრადი სურნელი აქვს Giardino Benessere-ს არაორდინალურ არომატ Themis-ს.
Themis-ის სურნელი შუშხუნა ნოტებით იშლება: ანისულის ვარსკვლავის დახვეწილი, პიკანტური აკორდები, ნელ-ნელა ძლიერდებიან, რათა იტალიური ზაფრანის სიმშვიდეს და პერუს ბალზამის სიტკბოს შეეგებონ.
კომპოზიციის გული, სუნამოს შთამაგონებელი ქალღმერთის მსგავსად, გულუხვი და ამავდროულად მკაცრია. იკვეთება ინდური სანდალის ხის (იგივე მაისორის სანდალი) და ბენზოინის (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) მკაფიო გამოძახილები, რომლებიც ფორტიფიცირებულია ინდური შავი უდისა (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) და ინდონეზიური გურჯუმის ბალზამის (გურჯუმის ბალზამი: საკმეველისებრი სურნელი თბილი, მერქნოვანი, ტკბილი და ამავდროულად მშრალი, ფიჭვის, პაჩულისა და ქაფურის ნოტების გაელვებით შემკული ბალზამისებრი და ფისოვანი აკორდებით) უკიდურესი სიმძაფრით.
არომატის ბაზა, უდის ტრადიციისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ოდას წარმოადგენს, სადაც ერთმანეთში იხლართებიან უიშვიათესი, ძვირფასი ხეები: კამბოჯური უდის მოლივლივე ნოტებს მდიდრულად გამოკვეთს ინდური წითელი პაჩული და კვიპრიოლის (კვიპრიოლი/ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) მცენარეული სიგრილე, მადაგასკარული ვანილის წიპწების აფროდიზიაკური სიტკბო კი საბაზისო ნოტებს ფუფუნების შტრიხებს ანიჭებს…
Themis-ს მდიდრული ბალანსით გამორჩეული სურნელოვანი ქმნილებაა, სიმშვიდესა და ძალას, სიხარბესა და სურვილს შორის, მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ხეებისა და ბუნების ყველაზე მაცდური ნოტების მაქსიმალური ექსპრესიით.
ზედა ნოტები: ანისული, ზაფრანა და პერუს ბალზამი
შუა ნოტები: სანდალოზის ხე, ბენზოინი, შავი ინდური უდი და ინდონეზიური გურჯუნის ბალზამი
საბაზისო ნოტები: კამბოჯური უდი, ვანილის ჩხირი, წითელი ინდური პაჩული და კვიპრიოლი
Alcohol Denat., Parfum, Coumarin, Benzyl Benzoate, Benzyl Cinnamate, Isoeugenol, Farnesol, Hydroxycitronellal, Limonene
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.