მთავარიშოპისუნამო

THE BIANCO

THE BIANCO

EAU DE PARFUM

სუნამო

Giardino Benessere-ს არომატი The Bianco („თეთრი“) რეკომენდებულია პირად ცხოვრებაში სიცხადის ელემენტების გაუმჯობესებისთვის და გაურკვევლობებისა და სევდისგან გათავისუფლებისთვის; ასტიმულირებს ინტუიციას და შემოქმედებით იდეებს.

მოცულობა:

Not Chosen

330.00 ₾
აღწერა

Giardino Benessere-ს არომატი The Bianco („თეთრი“) რეკომენდებულია პირად ცხოვრებაში სიცხადის ელემენტების გაუმჯობესებისთვის და გაურკვევლობებისა და სევდისგან გათავისუფლებისთვის; ასტიმულირებს ინტუიციას და შემოქმედებით იდეებს.

ენერგიის მინიჭებისა და გაგრილებისთვის საუკეთესო თვისებებით დაჯილდოებული არომატი — Giardino Benessere-ს The Bianco, ციტრუსოვანი ხილის და ჩაის აქტიური თვისებებით, იდეალურია ფიზიკური დატვირთვისა და ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, განიავების და განტვირთვისთვის; ასევე, სწავლის ან მუშაობის დროს, კონცენტრაციის გასაძლიერებლად.

სურნელოვანი ოჯახი: მერქნოვანი

გამხსნელი ნოტები: მანდარინი, ყოჩივარდა, თეთრი შროშანი

გულის ნოტები: ჩაის ფოთლები, ქლიავი, ია

საბაზისო ნოტები: ზამბახის ხე, მუშკი, სანდალის ხე

Alcohol Denat., Parfum, Aqua, Citronellol, Hexyl Cinnamal, Geraniol, Citral, Limonene

პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.

კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.

კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.