მთავარიშოპისუნამო

TETHYS

TETHYS

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

მეტალის შთამბეჭდავ, ბრონზირებულ ფლაკონში მოქცეული პარფიუმის ექსტრაქტი — Tethys, ცვალებადი და ინტენსიური ნიუანსების სურნელია, ღიმილის საბურველში გახვეული დახვეწილი, მეფური ძალა.

მოცულობა:

Not Chosen

750.00 ₾
აღწერა

ურანის ქალიშვილი — ლამაზი და ძლიერი თეტისი, ყოველი ზღვისა და ოკეანის მმართველი ტიტანიდია. ის სასიცოცხლო, ფუნდამენტური მნიშვნელობის ყველაზე ძვირფასი ელემენტების ძალებს განკარგავს და მათი დამსახურებით, უდიდესი, ეპიკური ქმედებების განხორციელება შეუძლია, როგორც მისი ხასიათით შთაგონებულ Giardino Benessere-ს სუნამოს:

მეტალის შთამბეჭდავ, ბრონზირებულ ფლაკონში მოქცეული პარფიუმის ექსტრაქტი — Tethys, ცვალებადი და ინტენსიური ნიუანსების სურნელია, ღიმილის საბურველში გახვეული დახვეწილი, მეფური ძალა.

არომატი ყავის ახლადმოხალული მარცვლების უჩვეულო სურნელით იშლება, რომელსაც ჟასმინი აგრილებს, ვანილის და შავი შოკოლადის კონტრასტული ნოტები კი — მოსასვენებელს უმზადებენ. როგორც კი ამ ყოვლისმომცველ გამხსნელ ნოტებს ჩაიხუტებთ, მყისიერად სურნელის გულში ჩაიძირებით — დამასკოს ვარდის დამამშვიდებელი აკორდების და მათი საპირისპირო — ჟასმინის გრანდიფლორასა და ძვირფასი ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ნოტების წიაღში.

კომპოზიციის ბაზა წითელი პაჩულის და ლიბანური კედარის ხის ძალების გამოძახილია — იშვიათი ხეების ოსტატური ნაზავი ტაიტური ვანილის ყვავილებისა და მუშკის დამამშვიდებელ ჩახუტებასთან ერთად.

ზედა ნოტები: ყავის მარცვლები, ველური ჟასმინი, ვანილი და შოკოლადი

შუა ნოტები: დამასკოს ვარდი, ჟასმინი და ქარვა

საბაზისო ნოტები: პაჩული, კედარი, მუშკი და ვანილის ყვავილი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Alpha-Isomethyl Ionone, Citronellol, Geraniol, Linalool, Farnesol, Benzyl Alcohol, Citral, Eugenol

პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.

კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.

კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.