მთავარიშოპისუნამო

TENUE DE SOIRÉE

TENUE DE SOIRÉE

EAU DE PARFUM

სუნამო

არომატი Tenue de Soirée, მისი ყველაზე საუკეთესო სამოსის ხიბლსა და დახვეწილობას ასახავს.

მოცულობა:

Not Chosen

419.00 ₾
აღწერა

პარფიუმერი ანიკ გიუტალი, საკუთარი თავის და გარშემომყოფების გასაოცებლად და ყურადღების მისაპყრობად, პოდიუმის ალტერ-პერსონითა და ფსევდონიმით — ჯერალდინი, გარდერობს ახალი შტრიხით — შიპრისებრი ტიპის გურმანულ-ყვავილოვანი სურნელით აახლებს: არომატი Tenue de Soirée, მისი ყველაზე საუკეთესო სამოსის ხიბლსა და დახვეწილობას ასახავს.

გამხსნელი ნოტები: იტალიური ბერგამოტი, ფრეზია, ვარდისფერი წიწაკა

გულის ნოტები: წყლის შროშანი, ზამბახი, ია

საბაზისო ნოტები: პაჩული, პრალინი, მუშკი

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER /EAU), Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl salicylate, ETHYLHEXYL METHOXYCINNAMATE, Linalool, Limonene, Hydroxycitronellal, ETHYLHEXYL SALICYLATE, BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE, CITRIC ACID, Citronellol, Citral

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).