მთავარიშოპისუნამო

TENUE DE SOIRÉE

TENUE DE SOIRÉE

BODY CREAM

სუნამო

Goutal-ის შიის კარაქითა და ქოქოსის ზეთით გამდიდრებული საოცრად ნაზი ტანის კრემი — Tenue de Soirée კანზე დნება, დაზიანებისგან იცავს და ღრმად კვებავს.

მოცულობა:

Not Chosen

225.00 ₾
აღწერა

Goutal-ის შიის კარაქითა და ქოქოსის ზეთით გამდიდრებული საოცრად ნაზი ტანის კრემი — Tenue de Soirée  კანზე დნება, დაზიანებისგან იცავს და ღრმად კვებავს. ამავე სახელწოდების არომატის ინტენსიური, დამამშვიდებელი ნოტებით, სხეულს დახვეწილი სურნელოვანი ვუალით მოსავს და სუნამოს ნაკვალევს კიდევ უფრო ახანგრძლივებს.

გამხსნელი ნოტები: იტალიური ბერგამოტი, ფრეზია, ვარდისფერი წიწაკა

გულის ნოტები: წყლის შროშანი, ზამბახი, ია

საბაზისო ნოტები: პაჩული, პრალინი, მუშკი

WATER / AQUA / EAU, PROPANEDIOL, BUTYROSPERMUM PARKII (SHEA) BUTTER, FRAGRANCE / PARFUM, CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE, COCOS NUCIFERA (COCONUT) OIL, ISOSTEARYL NEOPENTANOATE, DICAPRYLYL ETHER, 1,2-HEXANEDIOL, GLYCERYL STEARATE, CETEARYL ALCOHOL, POLYGLYCERYL-3 METHYLGLUCOSE DISTEARATE, GLYCERYL STEARATE CITRATE, AMMONIUM ACRYLOYLDIMETHYLTAURATE/VP COPOLYMER, STEARIC ACID, PALMITIC ACID, ACRYLATES/C10-30 ALKYL ACRYLATE CROSSPOLYMER, TROMETHAMINE, ALPHA-ISOMETHYL IONONE, GLYCERYL CAPRYLATE, BENZYL SALICYLATE, ETHYLHEXYLGLYCERIN, DISODIUM EDTA, LINALOOL, LIMONENE, HYDROXYCITRONELLAL, DEXTRIN, THEOBROMA CACAO (COCOA) EXTRACT, BIOSACCHARIDE GUM-1, PENTYLENE GLYCOL, MYRISTIC ACID, ARACHIDIC ACID, TOCOPHEROL, CITRIC ACID

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).