TEMPTATIO
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს ცდუნებით გაჯერებული ჰაერი — Temptatio, ყველას გულში წარუშლელ კვალს ტოვებს!
Not Chosen
ოქროს ფირფიტის მოვარაყების უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი V Canto-ს ძვირფასი ფლაკონი, სახელად — Temptatio („ცდუნება“), ცდუნებისა და დაუძლეველი სურვილის აღმძვრელი ცოდვის ძალას მოიცავს. წმინდა ოქროს დამსახურებით, თითოეული ამპულა უნიკალური და ჭეშმარიტად დაუძლეველი ცოდვის ამსახველია.
ეს სურნელოვანი ქმნილება, ჩაუხშობელი, მგზნებარე სიყვარულის ამბავს გვიყვება, რომელიც სასიკვდილო ცოდვად გარდაიქმნება და მისგან თავის დაღწევა არავის ძალუძს. ლუკრეციას (იგულისხმება სასიკვდილო და ნარკოტიკული საშუალებების ჭეშმარიტი მბრძანებელი და რომის პაპის — ალექსანდრე VI-ის სილამაზით განთქმული ქალიშვილი ლუკრეცია ბორჯია, რომელიც ხშირად იყენებდა დარიშხანს, მსხვერპლისთვის რეალობის შეგრძნება რომ დაეკარგვინებინა და საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოექცია: დაუნდობელი სტრატეგიის თანახმად, ოსტატ იუველირებს, ოქროს დახვეწილი ბეჭედი დაამზადებინა საიდუმლო განყოფილებით, საწამლავი მუდამ თან რომ ჰქონოდა და საჭიროებისამებრ, მყისიერად გამოეყენებინა. ამ ძლევამოსილი შხამის ძალით მოპოვებული რეპუტაციით, ლუკრეციას პერსონაჟმა, არაერთი ცნობილი ტრაგედია შთააგონა, მათ შორის — უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ და გიუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“) მაცდური, დამატყვევებელი სილამაზის მსგავსად, ეს სუნამოც, მომაჯადოებელ ენერგიას ასხივებს, რომელსაც, მამაკაცთა გულთამპყრობელ მოქმედებასთან ერთად, სხვა — მეტად ძლიერი უნარებიც ახასიათებს…
ესენციის სურნელი ციტრუსების და ჰიპნოზური ყვავილების თაიგულით იშლება: წინა პლანზე გამოდიან სორენტოს ლიმონის და სიცილიური ფორთოხლის შუშხუნა საბურველში გახვეული დიდებული ბულგარული ვარდი და აფროდიზიაკური ილანგ ილანგი. გამხსნელი ნოტები ნაზად განისვენებენ ჰიპნოზური, მაცდური ყვავილების საწოლზე.
არომატის გულში, ზამბახის არისტოკრატული სურნელი იგრძნობა, რომელსაც გარს ეკვრის ხილის და სპეციების ნოტებთან დაპირისპირებული იის და უიშვიათესი ღამის ყვავილობის ჟასმინის ნოტები. დარიჩინი მწიფე ატმის და ჟოლოს ფენებშია გახვეული, კასისი (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი) და მარაკუია კი — გულის ნოტებს აძლიერებენ.
აფროდიზიაკური ელემენტებითაა სავსე ამ სურნელოვანი ქმნილების ბაზა, რომელსაც მძლავრი, დაუძლეველი სურვილის აღმძვრელი სურნელების გამოსხივების უნარი აქვს: სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), ვანილის ნაყოფისა და ტონკას მარცვლების მყისიერად შესამჩნევი, მაცდური ნოტები, აქცენტირებულია პაჩულის დამაჯერებელ ნოტებთან ჩახუტებული მუშკისა და ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) აფროდიზიაკური ძალით.
V Canto-ს ცდუნებით გაჯერებული ჰაერი — Temptatio, ყველას გულში წარუშლელ კვალს ტოვებს!
ზედა ნოტები: სორენტოს ლიმონი, სიცილიური ფორთოხალი, ილანგ-ილანგი და ბულგარული ვარდი
შუა ნოტები: ზამბახი, ღამის დედოფალი, ია, დარიჩინი, ჟოლო, ატამი, კასისი და პასიფლორა
ძირითადი ნოტები: ქარვა, მუშკი, წითელი პაჩული, სანდალოზის ხე, ტონკას მარცვლები და ვანილი
Alcohol Denat., Parfum, Linalool, Limonene, Alpha-Isomethyl Ionone, Citronellol, Coumarin, Hydroxycitronellal, Eugenol, Citral, Cinnamal
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია