მთავარიშოპიColor Splash Makeup
Teint Idole Ultra Wear Pwder Bronzer
გაიცანით Lancôme-ის ახალი, შრატით გაჟღენთილი, 24 საათის განმავლობაში მდგრადი ჰაილაითერი — Teint Idole Ultra Wear C.E Skin Transforming Highlighter; მიანიჭეთ კანს კაშკაშა, მრავალგანზომილებიანი ბრწყინვალება!
Not Chosen
გაიცანით Lancôme-ის ახალი, შრატით გაჟღენთილი, 24 საათის განმავლობაში მდგრადი ჰაილაითერი — Teint Idole Ultra Wear C.E Skin Transforming Highlighter; მიანიჭეთ კანს კაშკაშა, მრავალგანზომილებიანი ბრწყინვალება!
კანთან ჰარმონიულად თავსებადი ფორმულა მდიდარია C ვიტამინის წარმოებულის, E ვიტამინის, მორინგას ზეთის და ბროწეულის ქერქის ექსტრაქტით, რაც, მარგალიტის სინათლის ამრეკლავ მიკრონაწილაკებთან შერწყმით, თქვენს კანს, 24 საათის განმავლობაში, სასურველი ინტენსივობის ბრწყინავლებას ანიჭებს.
დააგვირგვინეთ სილამაზის რუტინა მანათობელი, მსუბუქი, სუნთქვადი სტრუქტურის Teint Idole Ultra Wear C.E Skin Transforming Highlighter-ით; ისიამოვნეთ კანის ბუნებრივი ბრწყინვალებით და კომფორტული შეგრძნებით; აღმოაჩინეთ სასურველი ტონალობა, ცნობილ ვიზაჟისტ ლიზა ელდრიჯთან კოლაბორაციით შექმნილ 3 ელფერს შორის.
ჰაილაითერის სუნთქვადი და კომპლექციასთან თავსებადი ფორმულა, უნიკალური, მზის სხივების ამრეკლავი მიკრომარგალიტების, C ვიტამინის წარმოებულისა და E ვიტამინის უზადო ნაზავს გვთავაზობს. იდეალურია იმ დღეებისთვის, როდესაც გსურთ, თქვენს სახეს, გაძლიერებული ბზინვარება მიანიჭოთ.
გამოაღვიძეთ შინაგანი ბრწყინვალება, Lancôme-ის ჰაილაითერით — Teint Idole Ultra Wear C.E Skin Transforming Highlighter!
წაისვით ჰაილაითერი სახის შემაღლებულ მიდამოებზე — იქ, სადაც შუქი ბუნებრივად ეცემა: ყვრიმალებზე, ცხვირის ხიდსა და წვერზე, შუბლის ცენტრალურ ზონაზე, ტუჩის ბანტის გასწვრივ, ნიკაპის ცენტრალურ ზონაზე, თვალის შიდა კუთხეებთან და თვალბუდის ძვლის გასწვრივ, წარბების ქვეშ.
ფუნჯით: გამოიყენეთ ფუმფულა ფუნჯი. ჰაილაითერის წასმამდე, მსუბუქად დაფერთხეთ და ზედმეტი პუდრი მოაშოროთ. ფუნჯის ზომა უნდა ემთხვეოდეს სახის იმ სასურველ ზონას, რომლის ამონათებაც გსურთ.
თითებით: დაჭირეთ თითები და დაიყარეთ პუდროვანი ჰაილაითერი თითის წვერებზე. ბზინვარების რბილი, დიფუზიური ეფექტისთვის, დაიტანეთ სასურველ ზონებზე წერტილოვანი მოძრაობებით; მსუბუქად დააწექით და მაკიაჟს შეურიეთ.
პროფესიონალური რჩევა: ბრწყინვალების გასაძლიერებლად და სველი ეფექტისთვის, დაინამეთ კანი Lancôme-ის ნისლოვანი სტრუქტურის ფიქსატორით — Fix It Forget It ან შეასხურეთ პირდაპირ ფუნჯს, ჰაილაითერი კი — შემდეგ გადაისვით.
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.
.jpg)