Tabana
Eau de Parfum
სუნამო
Not Chosen
Spirit of Kings-ის Tabana, ბრენდის პირველი კოლექციის, Gold Collection-ის წევრია, რომლის შემადგენელი 12 ძვირფასი სუნამოც, ანტიკური არაბული ასტრონომიული ცოდნის შთაგონებით, ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედების ძველებურ (არაბულ) სახელებს ატარებს. მოცემული სუნამოების ერთობა კი, სამეფო სულის მქონე ადამიანთა ოცნებებში განფენილ წარმოსახვებში და განუხორციელებელ პოტენციალში მიმალული იდუმალი ზეციური საზღვრების სიმბოლოდ გვევლინება.
არომატის სახელწოდება არაბული სიტყვა „დარბ უტ-ტაბანადან“ მომდინარეობს, რაც „რძიან გზას“ ნიშნავს: სწორედ ასე უწოდეს მუსლიმმა ასტრონომებმა საუკუნეების წინ ირმის ნახტომის გალაქტიკას (ირმის ნახტომის გალაქტიკას, სხვადასხვა ენაზე, „რძიანი გზა“ ბერძნული მითოლოგიის ზეგავლენით ჰქვია: თითქოს, ჩვილმა ჰერკულესმა, ჰერას რძის დალევა მოისურვა; რძე კი დაიქცა და ცაზე თეთრი ხვეულები გამოსახა. ქართულ ფოლკლორში კი, ამ გალაქტიკის შექმნა, მითიური ირმის ღამის ცაზე გადახტომას უკავშირდება).
ქანდაკების მსგავს სუნამოს ფლაკონს, დამამშვიდებელი მოქმედებით განთქმული მუქი იასამნისფერი ამეთვისტო აგვირგვინებს, როგორც თავშეკავებისა და კონცენტრაციის სიმბოლო.
…
არსებობს თქმულება უძველესი ხანის მეფეზე, რომელმაც ჯერ კიდევ საღი გონებითა და ჯანმრთელი სხეულით გადაწყვიტა, ტახტი ერთადერთი ვაჟისთვის გადაებარებინა. ჭკვიანი და კეთილშობილი ახალგაზრდის სახელით ცნობილმა უფლისწულმა მოლოდინები გაამართლა — დაამტკიცა, რომ ღირსეული მემკვიდრე აღმოჩნდა; მეფემ კი, ძალაუფლების სადავეების მისთვის გადაცემით, ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო: ტახტზე ასვლის შემდეგ, მამასთან ერთად, ათწლიანი ომის შემდგომ დასუსტებული ქვეყნის აღორძინება შეძლო.
ვაჟის გამეფების აღსანიშნავად, მეფემ მოისურვა, დაუვიწყარი სანადირო ექსპედიცია მოეწყო. უფლისწული ნადირობის სასტიკი წინააღმდეგი იყო: ცხოველების ადამიანთა ავხორცი სიამოვნებისთვის ხოცვა ამორალურ საქციელად მიაჩნდა.
გამხსნელი ნოტები:
ზაფრანა, ილი, ბერგამოტი, აგარის ხე
გულის ნოტები:
ტყავი, წიწაკა
საბაზისო ნოტი:
ამბრი
Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.
პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო
მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.
პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.
პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.
Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.
დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.