SWEDEN
Eau de Parfum
სუნამო
სრულყოფის საბოლოო შტრიხი შვედური ხეენის ნოტებია, როგორც სკანდინავიური ატმოსფეროს განსხეულების საუკეთესო საშუალება. Sweden შვედეთში სიყვარულით შექმნილი არომატია — მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის!
Not Chosen
იოლი არაა, შვედები სუნამოს გამოყენებაში დაარწმუნო, რადგან ისინი უპირატესობას ყოველივე ბუნებრივს ანიჭებენ.
SweDoft-ის წარმომადგენლებმა Sweden-ის არომატი სატესტოდ 50 შვედს დააგემოვნებინეს და ყოველი მათგანისგან მხოლოდ ერთი კითხვა მიიღეს: „როდის გამოუშვებთ გაყიდვაში?“
პარფიუმერის კომენტარი მიქსოლოგიის პროცესების შესახებ:
„Sweden-ის სურნელოვან ფორმულაზე მუშაობისას, გავაცნობიერე, რომ მრავალმხრივი ხასიათით, საოცრად ჰგავდა შვედეთის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ცვალებად ბუნებას. არომატის შექმნის საიდუმლო, საწყის ეტაპზე, ზაფრანის კარამელთან შერწყმას გულისხმობდა, შემდეგ კი ლიმონის და ილის დამატებით, სურნელოვანი ნაზავისთვის შვედეთის ტყეებისთვის დამახასიათებელი სიმშვიდის, სიჩუმის ასოციაციების მინიჭებას.
გერანიუმის (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) და ლაბდანუმის (ციტრუსების ექსტრაქტი) ნოტები, შვედეთის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში ბოდიალისას, უეცრად აღმოჩენილი მწვანე პარკების სიმბოლოა.
რაღათქმაუნდა, ფორმულას თბილი, წმინდა მუშკი (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) დავამატე, რათა არომატი, წელიწადის ნებისმიერ დროს, აქაური ამინდის შესაბამისი ყოფილიყო; შემდეგ კი, ყველა ინგრედიენტს ბენზოინი (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) და ჟოლო შევურიე.
სრულყოფის საბოლოო შტრიხი შვედური ხეენის ნოტებია, როგორც სკანდინავიური ატმოსფეროს განსხეულების საუკეთესო საშუალება.
Sweden შვედეთში სიყვარულით შექმნილი არომატია — მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის!
სუნამო უნივერსალური მოხმარებისაა: ატარეთ ყველგან და ყოველთვის, ღია და დახურულ შეხვედრებზე, რათა არავისთვის დარჩეთ შეუმჩნეველი.
ხანგრძლივი მოქმედება ახასიათებს: თქვენს კანზე, 12 საათის განმავლობაში რჩება.
რა გასაკვირია, რომ არომატს „შვედეთი“ (Sweden) დავარქვი? ამ სურნელოვან ნიმუშზე მუშაობას წელიწადზე მეტი დავუთმე, რადგან ის საუკეთესო პარფიუმერული ფორმულაა, რაც კი კარიერის განმავლობაში შემიქმნია. თანაც, ვალდებული ვიყავი, მისთვის იმ ქვეყნის სახელი მეწოდებინა, რომელმაც თითქმის ყველაფერი მომცა მას შემდეგ, რაც ყველაფერი დავკარგე,“ — სფინ ჯ.ა.
სურნელოვანი ნოტები:
ლიმონი, გერანიუმი, ილი, ზაფრანა
კარამელი, შვედური ტყეების მოლეკულური ნოტი, პაჩული, ვეტივერი
მუშკი, ლაბდანუმი, ჟოლო
ნიშ არომატების სახლი — SweDoft 2015 წელს, ჰელსინგბორგში, შვედეთში დაარსდა. კომპანიის ხედვა და დამფუძნებელთა ოცნება პარფიუმერულ ბაზარზე წამყვან მოთამაშეთა შორის პოზიცირება იყო.
ბრენდის საწყისმა კონცეფციამ — კერძო, უნიკალური კლიენტებისთვის შექმნილმა ინდივიდუალურმა არომატებმა, 2019 წელს, გლობალური განვითარება ჰპოვა: SweDoft-ის სუნამოები სხვადასხვა ქვეყანაში გაიცნეს.
SweDoft-ის არომატების შთაგონება მითები და ლეგენდებია, იდუმალი ისტორიული პერსონაჟების, მათ შორის — რასპუტინისა და კაზანოვას ამბები.