მთავარიშოპისუნამო

SUNPLOSION ALOHA STATE OF MIND

SUNPLOSION ALOHA STATE OF MIND
SUNPLOSION

Eau de Parfum Intense

სუნამო

Sunplosion Aloha State Of Mind-ის დღიური „ალოჰა“ სამყაროსთან ჰარმონიაში მყოფი ადამიანების გონებრივი მდგომარეობა და ცხოვრებისეული მიდგომაა, მშვიდობიანი, ინკლუზიური გრძნობისკენ დადებით მუხტს რომ მიმართავენ.

მოცულობა:

Not Chosen

501.00 ₾
აღწერა

არომატის ტიპი: ხილისებრი/მუშკისებრი (მუშკი: მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში)

ძირითადი ნოტები: ლაიმი, მანგოს რბილობი, გუავა, ქოქოსის სითხე, ჰიბისკუსი, თეთრი სანდალის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით)

არომატის შთაგონება

სასიცოცხლო ენერგიის აფეთქება, რომელიც ჰავაის მზის განსხეულებაა:

სერფერები, გიგანტური ტალღები, გარუჯული კანი და თავისუფლების შეგრძნება, რომელიც ოაჰუს დიდებული სანაპიროების არომატის ჩასუნთქვისას გვეუფლება. ჰავაის სახასიათო გემო — ნაციონალური სიმბოლოს — მაკაჰას გემრიელი მანგოს უნიკალური, გამორჩეული არომატი…

გამაგრილებელი ლაიმის გამხსნელი ნოტი გუავას და ქოქოსის სითხის გამჭვირვალე

სურნელის აქცენტებით გამდიდრებულ ენერგიულ, მწიფე მანგოს სურნელს აამაღლებს. ალოჰა!

(მზის აფეთქება: გონებრივი მდგომარეობა — „ალოჰა“) Sunplosion Aloha State Of Mind-ის დღიური

„ალოჰა“ სამყაროსთან ჰარმონიაში მყოფი ადამიანების გონებრივი მდგომარეობა და ცხოვრებისეული მიდგომაა, მშვიდობიანი, ინკლუზიური გრძნობისკენ დადებით მუხტს რომ მიმართავენ.

„მე ყოვლისმომცველის ნაწილი ვარ, ყოვლისმომცველი კი — ჩემი“.

„ალოჰა“ — მზის ჰიმნია, ცხოვრების ყველაზე აქტიური სტილის და თავისუფლების აფეთქება.

ლანდშაფტს მზის ჩასვლის თბილი პეიზაჟი მოიცავს, სადაც სხივები ტალღების ზედაპირს ანათებენ.

ტალღებს სერფერები იპყრობენ, შეუზღუდავი თავისუფლების ძიებაში, სასრიალო დაფებით ქარის მიმართულებას რომ მიჰყვებიან.

ტალღებს შორის მოლივლივე თავისუფლება უსასრულობის ძიებაში…

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰავაიზე!

ლაიმი, მანგოს რბილობი, გუავა, ქოქოსის წყალი, ჰიბისკუსი, თეთრი სანდალოზის ხე.

Alcohol, Parfum (Limonene, Linalool, Citral), Aqua, Diethyl phthalate.

SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.

სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…

მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.

ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.

დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“