მთავარიშოპისუნამო

STRICNINA

STRICNINA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Stricnina მიმზიდველი ღიმილის მქონე მაჰიპნოზირებელი სუნამოა, რომელსაც შესწევს ძალა, ნებისმიერი გული მოაჯადოოს და პიროვნება ფატალურ შედეგებამდე მიიყვანოს.

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

როდესაც სუნამოს შემქმნელები, შთაგონებისთვის, მტვრით დაფარული და ისტორიით დამძიმებული ძველი წიგნების ტოსკანური ტყავით აკინძულ ტომეულებს ათვალიერებდნენ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მომაკვდინებელი საწამლავისადმი ჰიპნოზური აღტაცება აღმოაჩინეს: ის ეფექტური და სწრაფი მოქმედების შხამი, განსაკუთრებულად უყვარდა ისტორიაში ცნობილ საბედისწერო ქალს — ლუკრეციას (იგულისხმება სასიკვდილო და ნარკოტიკული საშუალებების ჭეშმარიტი მბრძანებელი და რომის პაპის — ალექსანდრე VI-ის სილამაზით განთქმული ქალიშვილი ლუკრეცია ბორჯია, რომელიც ხშირად იყენებდა დარიშხანს, მსხვერპლისთვის რეალობის შეგრძნება რომ დაეკარგვინებინა და საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოექცია: დაუნდობელი სტრატეგიის თანახმად, ოსტატ იუველირებს, ოქროს დახვეწილი ბეჭედი დაამზადებინა საიდუმლო განყოფილებით, საწამლავი მუდამ თან რომ ჰქონოდა და საჭიროებისამებრ, მყისიერად გამოეყენებინა. ამ ძლევამოსილი შხამის ძალით მოპოვებული რეპუტაციით, ლუკრეციას პერსონაჟმა, არაერთი ცნობილი ტრაგედია შთააგონა, მათ შორის — უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ და გიუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“).

სუნთქვის შემკვრელ თამაშში მდუმარედ და განუყრელად გაერთიანებული ხიბლისა და ცდუნების მსგავსად, V Canto-ს ჯადოსნურმა, ყოვლისშემძლე სურნელოვანმა ქმნილებამ — Stricnina-მ („სტრიქნინი“) იცის, როგორ დაატყვეოს და მონუსხოს მყისიერად საკუთარ გარემოცვაში მყოფთა გულები.

კასისის (კასისი: შავი მოცხარის ტკბილი აკორდი) ძლიერი პიროვნული შტრიხებით გამოკვეთილი აკრობატული, ხილისებრი გამხსნელი ნოტები, მარაკუიას წინამძღოლობით, იტალიური ციტრუსების საწოლზე განისვენებენ.

ხორცშესხმული ყვავილების მგრძნობიარე ჩახუტებით იშლება კომპოზიციის გული, როგორც შემოქმედებითი ცდუნების ღერძი: ღამის ყვავილობის მაგნოლია, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთი ღამით იფურჩქნება, ეგზოტიკური ტბების ილანგ ილანგთან ერთად, გადახლართულია ბელადონას (ბელადონა/შმაგა: ძაღლყურძენასებრთა ოჯახის შხამიანი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე) რბილობის და ცეილონის (იგივე შრი-ლანკა) დარიჩინით გაჟღენთილი ტყის ხილის ნოტებში.

ამ ლეტალური წამლის მაჰიპნოზირებელი, მგრძნობიარე მახასიათებლები, ძვირფასი წითელი პაჩულის და ქაშმირული სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ბაზას ეყრდნობა. მათ ნოტებს, ყავისფერი შაქრის და ვანილის წიპწების სიტკბო უკავშირდება.

საბაზისო ნოტებს, დახვეწილი რუხი ქარვა უპირისპირდება, მუშკის თავბრუდამხვევი სურნელი კი — მთლიანი არომატის სურნელს გამოკვეთს.

Stricnina მიმზიდველი ღიმილის მქონე მაჰიპნოზირებელი სუნამოა, რომელსაც შესწევს ძალა, ნებისმიერი გული მოაჯადოოს და პიროვნება ფატალურ შედეგებამდე მიიყვანოს.

ზედა ნოტები: პასიფლორა, ლიმონი, კასისი და ბერგამოტი

შუა ნოტები: მაგნოლია, ილანგ-ილანგი, ლეღვის ფოთოლი, ატამი, დარიჩინი და ჟოლო

ძირითადი ნოტები: ვანილის ჩხირი, ყავისფერი შაქარი, სანდალოზის ხე, წითელი პაჩული, მუშკი და ქარვა

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Citronellol, Linalool, Geraniol, Citral, Cinnamal, Eugenol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია