STEREOPE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Giardino Benessere-ს Stereope, ფეთქებადი, მომხიბლავი სუნამოს წვეთში მომწყვდეული ელჭექის ელეგანტური ქუხილის საბურველში გვახვევს.
Not Chosen
Giardino Benessere-ს კოლექცია Titans-ის („ტიტანები“) სუნამოები, პირველყოფილი, მითოლოგიური ბუნების ძალების გასაცოცხლებლად, მეტალის ფლაკონებითაა წარმოდგენილი.
ძვირფასი, შუშხუნა ესენცია Stereope-ის მაცდური, იდუმალი სურნელი, ზღვის და ციტრუსების დახვეწილი, დაბალანსებული ნოტებით, ჭექა-ქუხილის იმპულსურ გრუხუნს გადმოგვცემს და მისი ძალის ამოფრქვევას განასახიერებს.
Giardino Benessere-ს სურნელოვანი ქმნილება ციტრუსების და სპეციების შუშხუნა თაიგულით იშლება: სორენტოს ლიმონის, რეჯიო კალაბრიის ბერგამოტის და ბრაზილიური ფორთოხალის ნოტებს გულუხვი სიცილიური გრეიფრუტი და ამალფის მანდარინი ეხუტებიან. ციტრუსოვან სურნელს კონტრასტული ნოტები აბალანსებენ — ეტნას მთის ღვიის კენკრის მძაფრი არომატი და ინდონეზიური ტექტონას ხის ფაქიზი ძალა.
გამხსნელი ნოტები იდუმალ, არომატულ საწოლზე ილექებიან: სუნამოს გულში, წინა პლანზე სალბი და არტემიზია გამოდის, რომელთაც გარს ეკვრის ქინძის და გვატემალური ილის პიკანტური მისტერია. გულის ნოტებს, თავის მხრივ, ხაზს უსვამს ჯანჯაფილის მომხიბლავობა.
კომპოზიცია ძვირფასი ხეებით შედგენილ მყარ ბაზას ეყრდნობა, მაცდური და აფროდიზიაკური მუშკის სარჩულით. კამბოჯური უდი (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) კომბინირებულია სინგაპურულ პაჩულისთან, მათ მერქნისებრ სურნელს კი მადაგასკარული ვანილის ნაყოფის დამამშვიდებელი სურნელი არბილებს და გამოკვეთს.
Giardino Benessere-ს Stereope, ფეთქებადი, მომხიბლავი სუნამოს წვეთში მომწყვდეული ელჭექის ელეგანტური ქუხილის საბურველში გვახვევს.
ზედა ნოტები: სორენტოს ლიმონი, რეჯო-კალაბრია ბერგამოტი, ბრაზილიური ფორთოხალი, სიცილიური გრეიფრუტი, ამალფის მანდარინი, ეტნას ღვია და ინდონეზიური ტიკის ხე.
შუა ნოტები: სალბი, არტემიზია, ქინძი, გვატემალას კარდამონი და ჯანჯაფილი.
საბაზისო ნოტები: მადაგასკარის ვანილის მარცვლები, მუშკი, კამბოჯური უდი და სინგაპურის პაჩული.
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Hexyl Cinnamal, Citronellol, Citral, Geraniol, Benzyl Alcohol, Hydroxycitronellal, Farnesol
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.