მთავარიშოპისუნამო

STARLIGHT GOLD

STARLIGHT GOLD

Eau de Parfum

სუნამო

აღმოაჩინეთ Starlight Gold-ის ელეგანტურობითა და მომხიბლავობით აღსავსე სამყარო; დააგემოვნეთ Etienne Aigner-ის მიერ, 2018 წელს, სპეციალურად ქალბატონებისთვის შექმნილი მომაჯადოებელი, დახვეწილი და ვარსკვლავიანი ღამის მსგავსად, გრაციოზულად მოციმციმე სუნამო, რომელ

მოცულობა:

Not Chosen

174.00 ₾
აღწერა

Starlight Gold-ის მოგზაურობა ბერგამოტის, შამპაკას და ქლიავის დამატყვევებელი გამხსნელი ნოტებით იწყება, რომლებიც, თქვენს შეგრძნებებს, ხილისებრ-ყვავილოვანი ემოციებით გამოაღვიძებენ. სურნელის სიღრმეებში ჩაძირვისას, ჟასმინის, ტუბეროზის, იის, ვარდის, თეთრი ორქიდეის და ილანგ ილანგის დახვეწილი, ყვავილოვანი გულის ნოტები, ენერგიულ და ამავდროულად, დამამშვიდებელ ჰარმონიულ სიმფონიაში ცეკვავენ.

კომპოზიციის ბაზა, სანდალვუდის, ამბრის, ხავსის, თეთრი (სინთეტიკური) მუშკის და ვანილის მდიდრული, კრემოვანი ნაზავით, სითბის და კომფორტის მომგვრელ შეგრძნებებს აღძრავს და არომატს ელეგანტური, თუმცა, გამომწვევი მდგრადობით აგვირგვინებს.

Starlight Gold იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც ყვავილოვანი მომხიბლავობის და მიწიერი ნახევარტონების ბალანსი ხიბლავთ. დიზაინის განთქმული სახლის მიერ შექმნილი სითხე, მეტია, ვიდრე სუნამო — ის, ფუფუნებისა და დახვეწილობის განცდაა! ამ სითხის მდგრადი ფორმულა, მთელი დღის განმავლობაში, თქვენი გრაციოზული თანმხლები და იდეალური არჩევანია, როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე — განსაკუთრებული შემთხვევებისთვის!

შეეგებეთ Starlight Gold-ის მაგიას და დართეთ ნება, თქვენი სამყარო, მარადიული მშვენიერებით გააბრწყინოს: მისი ელეგანტური სურნელის მანათობელი არსი, გრძნობებს და გულს ატყვევებს და ყოველი ქალბატონის არომატული კოლექციის აუცილებელ დანამატად გვევლინება.

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, შამპაკა, ქლიავი

გულის ნოტები:

ჟასმინი, ტუბეროზა, ია, ვარდი, თეთრი ორქიდეა, ილანგ ილანგი

საბაზისო ნოტები

სანდალვუდი, ამბრი, ხავსი, თეთრი (სინთეტიკური) მუშკი, ვანილი