მთავარიშოპისუნამო

STARLIGHT

STARLIGHT

Eau de Parfum

სუნამო

შეიგრძენით Etienne Aigner-ის Starlight-ის დამატყვევებელი ხიბლი: დააგემოვნეთ სპეციალურად ქალბატონებისთვის შექმნილი დახვეწილი არომატი და ისიამოვნეთ ელეგანტურობისა და თავდაჯერების შეგრძნებების აღმძვრელი, მომაჯადოებელი ნოტების კომბინაციით!

მოცულობა:

Not Chosen

174.00 ₾
აღწერა

Starlight, ბერგამოტის და მწიფე ანანასის გამამხნევებელი ნოტებით იშლება და გარშემომყოფებზე, გამაგრილებელი, მაცდური ხასიათით, მიმზიდველ შთაბეჭდილებას ახდენს. სურნელის დაღვინებასთან ერთად, ეგზოტიკური ძირას, რომანტიკული ჟასმინის და ტკბილი მარწყვის გულის ნოტები გვეგებებიან და თვალისმომჭრელ კომპოზიციას, თბილ, გემრიელ სიღრმეს მატებენ.

ბაზა, მიწიერი პაჩულის, კრემოვანი სანდალვუდის, ტკბილი ვანილის და მგრძნობიარე თეთრი (სინთეტიკური) მუშკის ნოტებით მოგვიცავს და მაცდური და ამავდროულად, დამამშვიდებელი ხასიათის არომატს, მარელაქსირებელი, ხანგრძლივად მდგრადი შტრიხებით აგვირგვინებს.

Starlight, მეტია, ვიდრე სუნამო: ის, სტილის, ქალურობისა და დახვეწილობის განსხეულებაა!

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, ანანასი

გულის ნოტები:

ძირა, ჟასმინი, მარწყვი

საბაზისო ნოტები

პაჩული, სანდალვუდი, ვანილი, თეთრი (სინთეტიკური) მუშკი