STAR CHASER
Eau de parfum
Not Chosen
გაბედეთ და გადაეშვით თავგადასავლების სამყაროში! გაიცანით Thomas Kosmala-ს ინფრასტრუქტურით შეუზღუდავი, თავისუფლად მოხეტიალე სურნელი — Star Chaser, მსოფლიოს გარშემო საკუთარი ტემპით რომ გადაადგილდება და იმ პიონერს განასახიერებს, რომელიც ცხოვრებისეულ გზას თავად ეძებს და მიიკვლევს.
არომატის გაშლისას, კლასიკურ, გამაგრილებელ, მასკულინურ სურნელს აფრქვევს ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი) და ზღვის აკორდი. გამხსნელ ნოტებს თანამედროვე შტრიხებით ამკობს და არბილებს მწიფე მწვანე ვაშლი.
კომპოზიციაში ინტრიგის და ჯადოსნობის აკვანს არწევენ გულის ნოტები: ტონკას მარცვლების დამამშვიდებელ სიტკბოსთან დაპირისპირებული მშრალი მერქნების შეუმჩნეველი აკორდი, ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის ბალანსს ამყარებს და მსოფლიოს ახალ, უნახავ მხარეში აღმოჩენისას განცდილ შეგრძნებებს აღძრავს.
არომატის ბაზა, სიახლეების შესწავლის და კვლევის ადიქციური ასპექტის სიმბოლოა: ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი) და სანდალის ხე, Star Chaser-ს, ავთენტურ, ცნობისმოყვარე ხასიათს ანიჭებს; ახალ მიწაზე გამოგზაურებთ ან უკვე გამოცდილი თავგადასავლის შესახებ შეგახსენებთ.
გამხსნელი ნოტები: ზღვის წყლის აკორდი, ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი), მწვანე ვაშლი
გულის ნოტები: ტონკას მარცვლები, მშრალი მერქნების აკორდი
საბაზისო ნოტები: ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), სანდალის ხე
ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.
თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.
პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.