მთავარიშოპიდეკორატიული კოსმეტიკა
SOS Lashes Serum Mascara with Castor Oil
მრავალფუნქციური, კარამელისფერი შეფერილობის შრატ-ტუში წამწამების სტრუქტურის კვებას, კონდიცირებას და დახვეწას განაპირობებს. for Combination, Dry, Normal, Oily
Not Chosen
CLARINS-ის მრავალფუნქციური შრატი-ტუში წამწამების სტრუქტურის კვებას, კონდიცირებას და დახვეწას განაპირობებს; იდეალურ საფუძველს ქმნის ტუშის წასასმელად და აუმჯობესებს წამწამის ბუნებრივ ფერს.
პროდუქტის სენსორული, მსუბუქი, გამაგრილებელი გელისებრი სტრუქტურა წამწამებზე სრიალებს და მათ ბუნებრივად აპრეხილ, არაწებოვან ეფექტს ანიჭებს; ნატურალური კარამელის პიგმენტის დამსახურებით, წამწამებს მხოლობითი გამოყენებითაც ალამაზებს, სხვა ტუშთან კომბინაციისას კი — მის ფერსა და ეფექტს აძლიერებს.
ბამბით და აბუსალათინის თესლის ზეთის ბოჭკოებით დამზადებული Clarins-ის ულტრა-ფაქიზი ფუნჯი LASH CARE („წამწამებზე ზრუნვა“), წამწამის თითოეულ ღერს ეხება, ვარცხნის და შრატ-ტუშს მათ ზედაპირზე თანაბრად ანაწილებს, რაც თვალსაჩინოდ აუმჯობესებს სიგრძეს და წამწამებს გამოკვეთილ, აპრეხილ ფორმას აძლევს.
SOS Lashes Serum Mascara, ძილის დროს წასასმელი მკვებავი ნიღბის ფუნქციასაც ითავსებს და ღერებს მთელ სიგრძეზე — ძირების ჩათვლით უვლის. პროდუქტში შემავალი ინგრედიენტების 94% ბუნებრივი წარმოშობისაა, მათ შორის:
Clarins-ის საავტორო, მცენარეებით გამდიდრებული წამწამების გამაძლიერებელი კომპლექსი (Lash Boosting Complex): თვალსაჩინოდ აგრძელებს, ავსებს და ასქელებს ღერებს;
— ორგანული აბუსალათინის ზეთი: გვთავაზობს კონდიცირებას და დაცვას;
— მასტიკის (იგივე დანამასტიკი, მარადმწვანე ბუჩქი) ექსტრაქტი: აცოცხლებს წამწამებს;
— ორგანული შვრიის შაქარი: აძლევს ბუნებრივად აპრეხილ ფორმას;
— სფინგანინი და პანთენოლი: შესამჩნევად ასქელებს, აგრძელებს და ერთგვაროვნებას ანიჭებს ღერებს.
Protects, nourishes, conditions lashes. Visibly smoothes, thickens, and lengthens Preps and primes lashes for mascara Intensifies mascara color and makeup effect Natural makeup result on bare lashes Can be used as a sleeping mask Plant-based Lash-Boosting Complex
AQUA/WATER/EAU. GLYCERIN. ALCOHOL. PROPANEDIOL. RICINUS COMMUNIS (CASTOR) SEED OIL. PVP. AMMONIUM ACRYLOYLDIMETHYLTAURATE/VP COPOLYMER. CARAMEL. AVENA SATIVA (OAT) KERNEL EXTRACT. SPHINGANINE. PANTHENOL. CAPRYLYL GLYCOL. HYDROXYACETOPHENONE. CHLORPHENESIN. POTASSIUM CETYL PHOSPHATE. CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE. CI 77499/IRON OXIDES. DISODIUM EDTA. CI 77491/IRON OXIDES. CI 77492/IRON OXIDES. PISTACIA LENTISCUS (MASTIC) GUM. SODIUM HYDROXIDE. SODIUM BENZOATE. PHYTIC ACID. ETHYLENE BRASSYLATE. [M4146A]
ტუშის ფუნქციით გამოყენებისას: წაისვით SOS Lashes Serum Mascara თითო ქუთუთოზე 5-10-ჯერ, წამწამების ღერებიდან წვერებისკენ მიმართულებით, ბუნებრივად აპრეხილი ფორმის და კარამელისფერი შეფერილობის მისაღებად.
სურვილისამებრ, სხვა ტუშიც გადაისვით, რათა მისი ფერი და ფორმა გააძლიეროთ.
ღამის ნიღბის ფუნქციით გამოყენებისას: წაისვით თითო ქუთუთოზე 5-10-ჯერ, წამწამების ღერების გამოსაკვებად და ძილის დროს, შესამჩნევად გამოსაცოცხლებლად.
ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.
70+ წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება
ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.
*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში) პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.
