SONGES
EAU DE PARFUM
სუნამო
Not Chosen
„მავრიკის სანაპიროზე ვარ. ფრანჟიპანის ყვავილები ღამის წყვდიადმა მოიცვა. თვალებს ვხუჭავ და მათი გემრიელი, გასხივოსნებული სურნელი მიპყრობს“…
კამილა გიუტალი თავისი ჯადოსნური განცდების შესახებ გვიამბობს, რომლებიც, შემდეგ, არომატად აქცია და თავისი პირველი პარფიუმერული ნამუშევრით — სუნამო Songes-ით უკვდავყო.
გამხსნელი ნოტები ფრანჟიპანი, ტიარი
გულის ნოტები: ილანგ ილანგი, სამბაკის ჟასმინი, პილპილი, დარიჩინი, კუნიმი (იგივე ძირა)
საბაზისო ნოტები: ბურბონის ვანილის აბსოლუტი, ბენზოინის ფისი
ALCOHOL DENAT., PARFUM / FRAGRANCE, AQUA /WATER /EAU, Benzyl Salicylate, Linalool, ETHYLHEXYL METHOXYCINNAMATE, Geraniol, Benzyl Benzoate, BHT, Eugenol, Benzyl Alcohol, ETHYLHEXYL SALICYLATE, Cinnamyl Alcohol, BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE, Hydroxycitronellal, Limonene, Citronellol, Farnesol, Isoeugenol, Hexyl Cinnamal, Coumarin, Cinnamal, Citral, Benzyl Cinnamate, Alpha-Isomethyl Ionone
რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.
Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.
Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…
ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.
პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).