SMOKE OF DESERT
Eau de Parfum Intense
სუნამო
SIMONE ANDREOLI-ს არომატი Smoke of Desert აბსენტისა და ქაშმირის ნოტებით გამდიდრებული ყველაზე ექსკლუზიური, წმინდა საკმეველის სურნელია.
Not Chosen
არომატის ტიპი: ბალზამისებრი / საკმეველისებრი
ძირითადი ნოტები: ომანის საკმეველი, ელემი (ტროპიკული ხეების ფისი), აბსენტი, ქაშმირი (ხის, თბილი, ბალზამის, ტკბილი, მუშკის და მგრძნობიარე აკორდებით დაბალანსებული სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული), ტყავი
არომატის შთაგონება
ღამის გასეირნება ომანის უდაბნოში — მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკმეველის მწარმოებელ რჩეულ მიწაზე:
ანტიკური ხანიდან მოყოლებული, სურნელოვანი ხეების არაორდინალური ფისი ღმერთების თაყვანისცემისა და მათთან კომუნიკაციის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.
SIMONE ANDREOLI-ს არომატი Smoke of Desert აბსენტისა და ქაშმირის ნოტებით გამდიდრებული ყველაზე ექსკლუზიური, წმინდა საკმეველის სურნელია.
(უდაბნოს კვამლი) Smoke of Desert-ის დღიური
უდაბნოს სუნთქვა მიწას ელამუნება, ქვიშას ხაზავს და უხმოდ უბერავს.
მისი გული ნელა ცემს. არემარეში, ერთადერთი, მისი მოსაწყენი, მონოლითური ხმაური გაისმის.
დიუნებს შორის, თვალით, საორიენტაციო წერტილი ვიპოვე და აღმოსავლეთისკენ მივდივარ. უცხო მიმართულებით გადადგმული ყოველი ახალი ნაბიჯი შიშის დათრგუნვას, ამჩატებას განაპირობებს.
ისინი უკან რჩებიან, წარსულის ფიქრებივით იშლება ქვიშის კვალი. მათ აღარაფერი აქვთ აწმყოსთან საერთო.
დოფარის (ომანის ერთ-ერთი რეგიონი, საკმეველის მწარმოებელი წამყვანი რეგიონი მსოფლიოში) გულში, ღმერთმა საკუთარი ფრაგმენტი — უდაბნოს ოქრო დაგვიტოვა, რათა კაცობრიობას მისი დაწვა და მასთან ამ გზით კონტაქტი შესძლებოდა.
ბნელ ღამეში, ღმერთებს, სულის გასანებივრებლად მოწევა რომ შეეძლოთ, საკმეველს გააბოლებდნენ.
უსასრულობის წიაღში შეღწევისას, რეალობასთან ყოველგვარი კავშირი დავკარგე და თავი უდაბნოს კანონებს შევატოვე:
დაუწერელი კანონი, გამოუთქმელი კოდექსი, რომელიც აწესებს ხედვას, შინაგან სამყაროს ჩაუღრმავდე.
აქ არაფერი არსებობს და არაფერი ხდება.
ჩემს თვალის ფერში არეკლილი მზის ჩასვლები საუბრობენ, თუმცა შემოღამებას ელიან, ამ საუბართა მნიშვნელობა რომ განმარტონ.
ღამე წყვდიადის პოეზიაა, გაფანტული აზრების მცველი და საუბარი ღმერთთან.
ომანის საკმეველი, ელემი, აბსენტი, ქაშმირი, ტყავი.
Alcohol, Parfum (Limonene, benzyl salicylate, linalool, eugenol, benzyl benzoate, hexyl cinnamal, cinnamyl alcohol, citronellol, geraniol), Aqua, Diethyl phtalate.
SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.
სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…
მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.
ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.
დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“