მთავარიშოპისუნამო

SMERALDA

SMERALDA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Tiziana Terenzi-ს Smeralda-ს ცქრიალა, გრილი გამხსნელი ნოტები, ზღვის ჰაერის პირველი ჩასუნთქვისას აღძრულ ემოციებს მოგაგონებთ.

მოცულობა:

Not Chosen

1,035.00 ₾
აღწერა

სარდინიაში, უსასრულო ლურჯ ცასა და კამკამა მწვანე ზღვას შორის, ადგილია, რომელიც ყოველ სულიერს აჯადოებს, ვინც კი ეწვევა ან ახლოს ჩაუვლის: კოსტა სმერალდა — ესაა ქარისა და ზღვის მიერ გამონაძერწი მიწის ნაგლეჯი, სადაც ველური ბუნება უკვდავ ელეგანტურობას ერწყმის. იმ უნიკალური სანახაობის ფონზე, ხმელთაშუა ზღვის ხიბლი, ყველაზე წმინდა ფორმით იჩენს თავს.

და სწორედ ჯადოსნური წითელი მთვარის იდუმალმა მზერამ, ზეცას ყოველთვიურად მეწამულისფერი ანარეკლებით რომ ღებავს, შთააგონა პაოლო და ტიციანა, კოლექცია Luna Special-ის ახალი ალმასი — არომატი Smeralda შეექმნათ…

მისტერიისა და ძალის სიმბოლო — წითელი მთვარე, სიზმრებსა და ჯადოსნობებს მართავს; ისე, როგორც ტალღები მართავენ ზღვას. ზაფხულის ერთ საღამოს, კოსტა სმერალდას დამალულ სანაპიროზე, ტერენცები მზის ჩასვლის პეიზაჟმა დაატყვევა, რომელიც თითქოს თვით კოსმოსს გამოეძერწა… წყალი ზურმუხტისფერი ანარეკლებით ბრწყინავდა და ტალღების რიტმებზე ცეკვავდა; ჰაერი კი — ხმელთაშუა ზღვის ბუჩქნარის ყოვლისმომცველ არომატებს გაეჟღინთა.

შემოღამებისას, მთვარე გაწითლდა და იქაურობამ უნიკალური მაგიით დაიწყო ფეთქვა: სწორედ იმ დროს დაებადათ პარფიუმერებს იდეა, კოსტა სმერალდას ლანდშაფტი გარდაექმნათ სურნელად, რომელიც იქაური სანაპიროებისა და უკვდავი მშვენიერების მარადიული არსის შენარჩუნებას შეძლებდა.

Tiziana Terenzi-ს Smeralda-ს ცქრიალა, გრილი გამხსნელი ნოტები, ზღვის ჰაერის პირველი ჩასუნთქვისას აღძრულ ემოციებს მოგაგონებთ. სარდინიული მურტი და სარდინიული მანდარინი სიცილიური ვარდისფერი გრეიფრუტის ცოცხალ ნოტებს ერწყმის, ჩილეს შავი პილპილი და ჯანჯაფილი კი არომატს ბრწყინვალე პიკანტურ ელფერს მატებს. კოსტა სმერალდას პიტნის შტრიხები, გამამხნევებელი ქარის ასოციაციებს აღძრავს, იქაურ კლდეებს რომ ელამუნება.

მოულოდნელ დახვეწილობას ამჟღავნებს არომატის გული: ბულგარული ვარდი და ვირჯინიული თამბაქოს ფოთლები ავსტრალიური სანდალის ხის და კუბური კედარის მერქნოვან სითბოს ეგებება. ცეილონის (იგივე შრი-ლანკა) დარიჩინის ნოტები, კომპოზიციას, გულთბილ მგრძნობიარობას ანიჭებს; სარდინიული ზამბახი კი — ხმელთაშუა ზღვის მზის ჩასვლის პეიზაჟზე მოლიცლიცე ოქროსფერი ანარეკლების მსგავსად, პურდოვანი სინაზით აღავსებს.

სურნელის განვითარების ფინალურ ეტაპზე, Smeralda-ს ბაზა, პირველყოფილი ბუნების სიღრმეებში იძირება: ტოსკანური ტყავი და მადაგასკარული ბურბონის ვანილი ჰაიტის ვეტივერის და მუშკის ნოტებში იხლართება, ომანის საკმეველი და იტალიური ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი) კი, კომპოზიციას, ტერენცების მიერ წითელი მთვარის ქვეშ გატარებული ღამის მოგონებებივით ყოვლისმომცველი, მდგრადი ნაკვალევით აგვირგვინებს.

დაე, Smeralda-ს სურნელი, უსაზღვრო მოგზაურობისკენ გაგიძღვეთ; იქ, სადაც ხმელთაშუა ზღვის სუნთქვა კოსმოსის მისტერიებს ხვდება და ყოველი ნოტი, სინათლის, მაგიისა და მარადიული მშვენიერების ამბავს გიყვებათ…


გამხსნელი ნოტები:

სარდინიური მურტი, არმანიაკის კონიაკი, სარდინიული მანდარინი, სიცილიური ვარდისფერი წიწაკა, ჩილეს შავი პილპილი, ჯანჯაფილი, ზურმუხტისფერი სანაპიროს პიტნა

გულის ნოტები:

ბულგარული ვარდი, ცეილონის (იგივე შრი-ლანკა) დარიჩინი, სარდინიული ზამბახი, ვირჯინიული თამბაქოს ფოთლები, ავსტრალიური სანდალის ხე, კუბური კედარის ხე და ამბრი

საბაზისო ნოტები:

ტოსკანური ტყავი, მადაგასკარული ბურბონის ვანილი, წითელი ინდური პაჩული, ომანის საკმეველი, იტალიური ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), ჰაიტის ვეტივერი და მუშკი

Ingredienti/Ingredients: Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Tetramethyl Acetyloctahydronaphthalenes, Hexamethylindanopyran, Vanillin, Juniperus Virginiana Oil, Limonene, Citrus Limon (Lemon) Peel Oil, Acetyl Cedrene, Citrus Aurantium Peel Oil, Alpha-Isomethyl Ionone, Coumarin, Pinene, Cananga Odorata Oil/Extract, Hydroxycitronellal, Linalool, Beta-Caryophyllene, Pelargonium Graveolens Flower Oil, Rose Flower Oil/Extract, Jasmine Oil/Extract, Citral, Rose Ketones, Citronellol, Eugenol, Geraniol, Menthol, Benzyl Benzoate, Alpha-Terpinene, Geranyl Acetate, Terpineol, Terpinolene, Carvone, Cinnamyl Alcohol, Cinnamomum Zeylanicum Bark Oil, Cinnamal, Farnesol, Benzyl salicylate, Isoeugenol, Benzyl Alcohol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.