მთავარიშოპისუნამო

SILENZIO

SILENZIO
SILENZIO

Extrait de Parfum

სუნამო

SIMONE ANDREOLI-ს Silenzio ღრმა, ყოვლისმომცველი სიყვარულისადმი მიძღვნილი ოდაა, რომელიც კონტრასტული — ტკბილი და კვამლისებრი ნოტებით, ჩახუტების შეგრძნებას აღძრავს.

მოცულობა:

Not Chosen

645.00 ₾
აღწერა

არომატის ტიპი: აღმოსავლური (ორიენტალი)

ძირითადი ნოტები: ბულგარული ვარდი, ტყავი, უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), ვანილის აბსოლუტი (პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით)

არომატის შთაგონება

„სიყვარულს სიჩუმის სურნელი აქვს, რადგან მისი მშვენიერება მხოლოდ სიჩუმეში შეგიძლია, გაიაზრო“.

შუაღამეს, საყვარელი ადამიანის გვერდით გაღვიძებისას, გრძნობის სილამაზეს იმ მშვიდ მომენტში შეიგრძნობ, როდესაც, თითქოს, მთელი სამყარო გაჩერებულია.

SIMONE ANDREOLI-ს Silenzio ღრმა, ყოვლისმომცველი სიყვარულისადმი მიძღვნილი ოდაა, რომელიც კონტრასტული — ტკბილი და კვამლისებრი ნოტებით, ჩახუტების შეგრძნებას აღძრავს.

(სიჩუმე) Silenzio-ს დღიური

ყოველივე დუმს და ნაზად მიედინება, სანამ სამყაროს ხმაურის გაუჩინარებას ველი. მასაც ვუცდი, გაჩუმდეს, სიჩუმეში განეფინოს, როგორც ინტიმური ზღაპრების მოლეკულა და სილამაზისა და სმენის მორჩილი ინსტრუმენტი.

მისი რევერბერაციის წიაღში, ბუნდოვნად რომ ჟღერს, იმ სიტყვებს ვიჭერ, რომლებმაც შესაძლოა, შენამდე უცვლელად მოაღწიონ და ჩვენი სამყაროების შესახებ გიამბონ. დაე, ამ ყრუ მხარეში, ჩვენ შესახებ ჩუმად ნაჩურჩულევმა ხმამ დაწეროს…

ჰორიზონტს ვუცქერ, ექოს ჩრდილში რომ ეშვება, სინათლე კი ნელთბილი ციმციმით უჩინარდება და ამ სივრცეებში მივიწყებულს მტოვებს, დაუცველს და შენ წინაშე გაშიშვლებულს. ჩემს ხელებს მელანი სიტყვებით ლაქავს და სიცარიელეს რაღაც გამორჩენილით, ამოუთქმელით, მონატრებულითა და ალბათ, მიუსვლელით ავსებს.

შემდეგ, შენ გეძებ და შენი ზღვის ტალღებს შორის ვრჩები. ისინი ტკბილად მატივტივებენ და შენკენ მარწევენ, ჩემი არსის აბსოლუტურ ვიბრაციაში.

ჩემი მოგზაურობა შენ ხარ. შენ გარდაქმნი ამ ფურცელს ჩემი სხეულის კანად, ამ მელანს კი — ზღაპრად, რომელიც არ იბეჭდება, არამედ — მთელ ჩემს ცხოვრების არსს მოეფინება.

ბულგარული ვარდი, ტყავი, უდი, ვანილის აბსოლუტი.

Alcohol, Parfum (Citronellol, gernaiol, farnesol, coumarin, alpha-isomethyl ionone, linalool, cinnamal, eugenol, benzyl benzoate, D-limonene, isoeugenol, anise alcohol, benzyl cinnamate, benzyl alcohol), Aqua, Diethyl phtalate.

SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.

სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…

მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.

ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.

დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“