მთავარიშოპისუნამო

SIGISMONDO

SIGISMONDO

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

V Canto-ს Sigismondo, სიჯიზმონდოს ხასიათის მსგავსად ძლევამოსილი, მეფური, უნისექსური სურნელია — დახვეწილი ძალაუფლების ექსტრაქტი, რომელიც ყველას, ვინც დააგემოვნებს, წარუშლელ სურნელოვან კვალად რჩება.

მოცულობა:

Not Chosen

1,020.00 ₾
აღწერა

V Canto-ს არომატი Sigismondo შთაგონებულია იტალიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გულადი ლიდერით: გრადარას ციხე-სიმაგრის მბრძანებელი — სიჯიზმონდო (იგულისხმება იტალიელ არისტოკრატთა დინასტიის წევრი — სიჯიზმონდო პანდოლფო მალატესტა. მალატესტების დინასტია, XIII საუკუნიდან 1528 წლამდე, რიმინის მართავდა), მეუღლესთან — იზოტასთან ერთად მართავდა სამეფოს და მტკიცედაც დაიცვა ასედიოს (იტალიურად „ალყა“) ეპიკურ ბრძოლაში: როდესაც მტრის ათჯერ უფრო ძლიერი და ასჯერ მრავალრიცხოვანი ჯარი მოულოდნელად დაესხა თავს, გამოცდილებისა და სიმამაცის წყალობით, ციხე-სიმაგრე დაპყრობას გადაარჩინა.

არომატის სურნელი მდიდრული იტალიური ზაფრანის ძალითა და იმპულსით იშლება, რომელსაც ფაქიზად აბალანსებს მაღალი რისკის შემცველი ცეილონის (იგივე შრი-ლანკა) დარიჩინი. გამხსნელი ნოტების დამანგრეველი ენერგია ძვირფასი ხეების გულში განისვენებს, სადაც გამოკვეთილია ბულგარული ვარდის მტკიცე ნოტებსა და ძლიერი აფროდიზიაკის — ინდური კვიპრიოლის (კვიპრიოლი/ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) ნოტებთან შერწყმული წითელი პაჩული და კომბოჯური უდი (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით).

ეს მართლაც მეფური სურნელოვანი კომპოზიცია, გრანდიოზულ ბაზას ეყრდობა: უძვირფასესი ინდური შავი უდის ანიმალისტური ძალა, ამბრისა (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და მუშკის ნოტებთან შეზავებულ ვანილის ნაყოფის სიტკბოს იხუტებს.

V Canto-ს Sigismondo, სიჯიზმონდოს ხასიათის მსგავსად ძლევამოსილი, მეფური, უნისექსური სურნელია — დახვეწილი ძალაუფლების ექსტრაქტი, რომელიც ყველას, ვინც დააგემოვნებს, წარუშლელ სურნელოვან კვალად რჩება.

ზედა ნოტები: იტალიური ზაფრანა და ცეილონური დარიჩინი

შუა ნოტები: კამბოჯური უდი, ბულგარული ვარდი, კვიპრიოლი და წითელი პაჩული

ძირითადი ნოტები: ვანილის ყვავილი, ქარვა, მუშკი და ინდური უდი

Alcohol Denat., Parfum, Alpha – Isomethyl Ionone, Citronellol, Limonene, Geraniol, Linalool, Eugenol, Hydroxycitronellal

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია