SHOWER PADDLE BRUSH - SOFT NYLON PINS -RESIN TIP
ACCA KAPPA-ს სველი თმის სავარცხლის ნეილონის ჯაგარი უკიდურესად ნაზი და მოქნილია, რათა ჩახვეული თმა მოწიწკნის და დაწყვეტის გარეშე მოაწესრიგოს.
Not Chosen
ACCA KAPPA-ს სველი თმის სავარცხლის ნეილონის ჯაგარი უკიდურესად ნაზი და მოქნილია, რათა ჩახვეული თმა მოწიწკნის და დაწყვეტის გარეშე მოაწესრიგოს.
ბუნებრივი რეზინის ბალიშის უნიკალური ფორმა ფრთხილად იკუმშება და ზეწოლას თანაბრად ანაწილებს სავარცხლის მთელ ზედაპირზე, რათა ვარცხნისას, თმა მაქსიმალურად დაზოგოს. ჯაგრის მრგვალი წვერები კი ფაქიზად ამასაჟებს სკალპს და ასტიმულირებს კანის მიკროცირკულაციას, რაც, თავის მხრივ, თმის ძირებისთვის სისხლის მიწოდებას აუმჯობესებს.
ჩახლართული თმის იოლად განცალკევების უნარის გამო, სავარცხლის გამოყენება იდეალურია შხაპის მიღებისას ან აუზში/ზღვაში ცურვის შემდეგ, ისევე, როგორც მშრალი თმის დასავარცხნად. საუკეთესოა ყველა ტიპის, განსაკუთრებით — სწორი, თხელი ღერებით გამორჩეული გრძელი თმისთვის და ბავშვის ნაზი თმისთვის.
გამოყენების ინსტრუქცია
დაიწყეთ ვარცხნა თმის შუა ნაწილიდან ბოლოების მიმართულებით, ნელ-ნელა მიუახლოვდით თმის ძირებს, საბოლოოდ კი, როდესაც ახლართული ღერები გაიშლება, ჩამოივარცხნეთ სკალპიდან — სრულ სიგრძეზე.
დაასრულეთ მოქმედება სკალპის ნაზი სტიმულირებით — დაიმასაჟეთ თავი სავარცხლით თმის ზრდის მიმართულებით.
სავარცხლის გამოყენება მიზანშეწონილია როგორც შხაპის მიღებისას, ასევე — თმაზე მოვლის პროდუქტების განაწილებისას.
Starting from the mid-section, or few inches from the end of your hair, brush down the hair’s length. Moving the brush further up a couple of inches at a time, continue brushing downwards until you reach the scalp and the hair is fully detangled. To finish, gently stimulate the scalp by running the brush over the scalp in the direction of the hair’s fall a few times. Brush suitable for use in the shower, also for spreading Hair Care products on the hair.
ACCA KAPPA Since 1869 | ACCA KAPPA 1869 წლიდან
ACCA KAPPA-ს ისტორიული კოლექცია — The Beauty Factory and Product Design — „სილამაზის ფაბრიკა და პროდუქტის დიზაინი“, ბრენდის მიერ 1869 წლიდან დღემდე შექმნილ ყველაზე გამორჩეულ ნიმუშებს აერთიანებს.