მთავარიშოპისუნამო

URSA

URSA

SHOWER GEL

სუნამო

სასტიკი და ამავდროულად დამამშვიდებელი ექსტრაქტი, რომელიც რთულ ბილიკზე სიარულისას, დასაყრდენი ხელის მსგავსია. Tiziana Terenzi-ს Ursa-ს („ურსა“) ძალა და სითბო არასოდეს გიღალატებთ!

მოცულობა:

Not Chosen

240.00 ₾
აღწერა

პარფიუმერების — ტიციანას და პაოლოს მოგონებები: „ამ სუნამოს ისტორია, კომოს ტბის გარშემო ვითარდება: მისი წყლის სხეული ყოველთვის აღგვაფრთოვანებდა, რადგანაც, იტალიის ზღვებზე უფრო ღრმაა, ირგვლივ კი თვალწარმტაცი მთები აკრავს. კომოს ტბის აუზის გარემომცველი მთები, ტყის მდიდარი საფარით და ყველაზე მრავალფეროვანი სურნელოვანი ლანდშაფტით გამოირჩევა. ნაპირებზე საძოვრებს, ტყეებს, უხეშ, შთამბეჭდავ კლდეებს შეხვდებით, თვალწარმტაც სოფლებს წყლის ხედით და პარკებითა და ბაღებით გაფორმებულ ლამაზ ვილებს. ტბის ცენტრალური ნაწილი, სადაც მისი სამივე განშტოება ერთიანდება, ყველაზე რბილი კლიმატით და ყველაზე ფართო ლანდშაფტით გამოირჩევა.

ბავშვობაში, წყლის იმ გზაჯვარედინის ნავით დალაშქვრა და ბელაჯიოს კონცხიდან საუკეთესო ხედებით დატკბობა გვიყვარდა: ჩრდილოეთით, გრინგას მთა ვალსასინას ველს გადაჰყურებდა, უღრუბლო დღეებში კი ტბის ზედა აუზიც მოჩანდა, ალპების ფონით. თუმცა, ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი და საყვარელი ადგილი ყოველთვის ლეკოს განშტოება იყო — მეტად უხეში, სანახაობრივი პანორამული ხედებით. სამხრეთით დოლომიტური წარმოშობის გრინგა და ტბისკენ მიმართული კორნი დი კანცოს კლდეები მდებარეობდა, თვალწარმტაცი ყურეებითა და მისადგომებით.

ჩვენთვის, განტვირთვის საუკეთესო საშუალება ლეონარდო და ვინჩის მიერ აღწერილი ფიუმელატეს წყარო იყო. თავის წიგნში Codex Atlanticus („ატლანტის კოდექსი“), ამ ფენომენით ღრმად დაინტრიგებული და ვინჩი, წყაროს „ფიუმელაჩიოს“ სახელით მოიხსენიებს: „ფიუმელაჩიო, თავისი დაბადების ადგილიდან — უზარმაზარი სიმაღლიდან, ტბის ზედაპირს წარმოუდგენელი მძვინვარებითა და ხმაურით ეხეთქება“, — ვკითხულობთ მის ჩანაწერებში.

მსოფლიო მასშტაბით უნიკალური შტრიხების დამსახურებით, ჩვენც გვაჯადოებდა წყარო, რომელმაც ლეონარდო და ვინჩი მონუსხა: წყლის ნაკადი, იდუმალი გამოქვაბულიდან, პერიოდულად, 25 მარტიდან 7 ოქტომბრამდე მოჩქეფს. იმ გამოქვაბულის სურნელის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია, თუ მის აღწერას ეცდები, ამ გზით, მხოლოდ დააკნინებ… ესაა ადგილი, სადაც პირველად იშვა პარფიუმერიის ალქიმია და გამოქვაბულიდან გამოჟონილი სურნელი მთელ კლდეს მოჰფინა. როდესაც ნაკადის დინება წყდება, შეგიძლია, კოსმოსური ხარის საბურველში გახვეული გვირაბი დაინახო, რომელიც, მართლაც მთვარის ლანდშაფტის მსგავსია. იქ, ბუნებრივი შუქი არასოდეს აღწევს… მასში ცეცხლოვანი ჩირაღდნებით შეძრომა, სწორედ, მთვარეზე სიარულს ჰგავდა, თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი და ჩვენს მეხსიერებაში ნათლად შემონახული მოგონება საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენა იყო ტბის მშვიდი წყლის სარკისებრი ზედაპირის პირისპირ, რომელიც მაღალი მთების მიღმა განფენილ, წყლის სურნელით გაგრილებულ და მიწისა და ფესვების ყოვლისმომცველ არომატებში ჩაძირულ ცვალებად მთვარეს და დიდი დათვის თანავარსკვლავედს ირეკლავდა.

ამ ემოციებიდან მომდინარეობს სასტიკი და ამავდროულად დამამშვიდებელი ექსტრაქტი, რომელიც რთულ ბილიკზე სიარულისას, დასაყრდენი ხელის მსგავსია. Tiziana Terenzi-ს Ursa-ს („ურსა“) ძალა და სითბო არასოდეს გიღალატებთ!“

კეთილდღეობისკენ მოგზაურობის მორიგი გაჩერება — Tiziana Terenzi-ს მდიდრული, დახვეწილი ფორმულით შექმნილი ტანის კრემი — Ursa („ურსა“), ახალი სურნელით, მომხმარებლებისთვის უკვე ცნობილი შხაპის გელის მიერ მონიჭებულ ჯადოსნურ შეგრძნებებს სრულყოფს.

პროდუქტის აბსოლუტურად უალკოჰოლო, უპარაბენო და უსაღებავო ბუნებრივი, მდიდრული ფორმულა გამდიდრებული და გაუმჯობესებულია კარიტეს შიის კარაქით, ნუშის რძით და E ვიტამინით; საოცრად სასიამოვნო და მარტივად შეწოვადი სტრუქტურით, კანს ნაზ, აბრეშუმისებრ ფაქტურას და ჰიდრატაციას ანიჭებს, მისი არომატი კი, კანში შეღწევისას, სხეულის ინდივიდუალური სურნელის თანახმად გარდაიქმნება.

ტანის კრემი, ესენციების მაქსიმალური კონცენტრაციით, იდეალურ ნაზავს გვთავაზობს, რომელიც შეუდარებელ სურნელოვან ენერგიას გამოსცემს და გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი არასოდესაა. სილამაზის ეს პროდუქტი, უკიდურესად ინოვაციურია, რადგანაც, სრულად პარფიუმის ბაზაზეა განვითარებული: Ursa, არა მხოლოდ ტანის ლოსიონი, არამედ — ტანის კრემში მოქცეული ნამდვილი პარფიუმია, უნარით — ჯადოსნური, შეუდარებელი სენსორული შეგრძნებები მოგანიჭოთ. მოცემულ უნიკალურ გამოცდილებას კიდევ უფრო აამაღლებთ, თუ თქვენს მოვლის რუტინას Ursa-ს რევოლუციური შხაპის გელით გაამდიდრებთ.

Ursa („ურსა“), Tiziana Terenzi-ს კოლექცია Luna-ს („მთვარე“) პირველი შხაპის გელია. ეს პროდუქტი, წლების განმავლობაში, დაუღალავი კვლევების შედეგად დაიბადა, სულ ახლახან გამოვიდა და მზადაა, იმ უდიდესი წარმატების მოწმე გახდეს, რასაც მხატვრული პარფიუმერიის ბრენდი, მთელ მსოფლიოში, უკვე წლებია, აღნიშნავს.

შხაპის გელი Ursa, ამავე სახელწოდების სუნამოს მიერ მონიჭებული კეთილდღეობის შეგრძნების გაგძელებაა და ფესვებიც მის ძვირფას ესენციებში აქვს გადგმული. ამ ქმნილებაში შემავალი ნივთიერებები კრისტალური სტრუქტურით ხასიათდება, რაც ტკბილ და დახვეწილ, თუმცა, ამავდროულად, ეფექტურ და მტკიცე გამწმენდ ეფექტს გვთავაზობს.

ალოეს ექსტრაქტი და ტენცო (იგივე წყლის პიტნა) ჰარმონიულად ერწყმის მაღალპროცენტიან სურნელოვან ესენციებს და მთელი დღის განმავლობაში, ფაქიზი ჩახუტების შეგრძნებას გვანიჭებს. გამაგრილებელ, გამამახნევებელ შეგრძნებებს, ასევე, პროდუქტის უპარაბენო, უალკოჰოლო და უსაღებავო ფორმულაც აღძრავს.

სილამაზის ეს პროდუქტი, უკიდურესად ინოვაციურია, რადგანაც, სრულად პარფიუმის ბაზაზეა განვითარებული: Ursa, არა მხოლოდ ტანის დასაბანი საშუალება, არამედ — ნამდვილი აბაზანის სუნამოა, უნარით — ჯადოსნური, შეუდარებელი სენსორული გამოცდილება მოგანიჭოთ. მოცემულ უნიკალურ გამოცდილებას კიდევ უფრო აამაღლებთ, თუ თქვენს მოვლის რუტინას Ursa-ს რევოლუციური, სურნელოვანი ტანის ლოსიონით გაამდიდრებთ.

გამხსნელი ნოტები:

მუსკატის კაკალი, ელემი (ტროპიკული ხეების ფისი), ჩირები, რომი

გულის ნოტები:

პაჩული, ოლიბანუმი (საკმეველის ნაირსახეობა), საკმეველი, თამბაქო, ვეტივერი

საბაზისო ნოტები:

ვანილი, ტყავი, აგარის ხე, ბუაიას უდი (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით)

Aqua (Water), Sodium Laureth Sulfate, Cocamidopropyl Betaine, Parfum (Fragrance), Ppg-26-Buteth-26, Disodium Cocoamphodiacetate, Disodium Laureth Sulfosuccinate, Decyl Glucoside, Peg-40 Hydrogenated Castor Oil, Aloe Barbadensis Leaf Juice, Sodium Chloride, Peg-150 Distearate, Panthenol, Polyquaternium-10, Isopropyl Alcohol, Sodium Acetate, Citric Acid, Bht, Disodium Edta, Sodium Benzoate, Potassium Sorbate

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.