მთავარიშოპისუნამო

ORION

ORION

SHOWER GEL

სუნამო

Orion-ს („ორიონი“), Tiziana Terenzi-ს კოლექცია Luna-ს („მთვარე“) პირველი შხაპის გელია. ეს პროდუქტი, წლების განმავლობაში, დაუღალავი კვლევების შედეგად დაიბადა, სულ ახლახან გამოვიდა და მზადაა, იმ უდიდესი წარმატების მოწმე გახდეს, რასაც მხატვრული პარფიუმერიის ბ

მოცულობა:

Not Chosen

240.00 ₾
აღწერა

პარფიუმერ პაოლო ტერენცის მოგონება: „მე და ტიციანა, ბავშვობაში, ზაფხულის მცხუნვარე, მზიან დღეებს პაპასთან ერთად, სოფელში ვატარებდით. ის ჩვენს წარმოსახვას ჯადოსნური ზღაპრებით კვებავდა და მსოფლიოს საოცრებების შესახებ გვასწავლიდა. ხშირად, მამა — ეველინოც გვახლდა ხოლმე, სრულად სურნელოვანი ხით აგებული იალქნიანი ნავით. როდესაც იმ ნავით ზღვის ტალღებს სხვადასხვა მიმართულებით ვჭრიდით და ჩვენი საყვარელი იტალიის უსასრულო სილამაზეს შევიმეცნებდით, თვალები ახალი აღმოჩენების სიხარულით გვიბრწყინავდა.

ჩვენი ქალაქიდან რამდენიმე მილის მოშორებით, კონეროს მოჯადოებული მთაა, რომელიც თითქოს ზღვაში გადავარდნილა და სუნთქვის შემკვრელ სანახაობას წარმოქმნის. წყლის ბროლივით კამკამა ზედაპირი კლდეების და ტყეების გამოსახულებებს ირეკლავს, ორი მწვერვალით — ღმერთის მიერ ზღვაში ჩაგდებული ორი დის მიერ დაცულ იტალიის ერთ-ერთი ულამაზეს ყურეში. ნაოსნობას შუაღამისას, მსუბუქი ნიავის თანხლებით ვიწყებდით ხოლმე და მთელი მოგზაურობისას, ხმელთაშუა ზღვის მარადმწვანე მცენარეების მხიარული სურნელი მოგვდევდა.

მამა თამამად მიცურავდა ვარსკვლავების მეგზურობით, პაპა გულიელმო კი — ორიონის თანავარსკვლავედზე და მის მითიურ სარტყელზე მიუთითებდა. ხანდახან, ხმელეთზე ცეცხლს ან კოცონს ვხედავდით, რაც მეზღვაურებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა. ჩვენს გულებს ზაფხულის თბილი ქარების მონაბერი არომატების აფეთქება ეგებებოდა, რომელიც, ჩვენს მოგონებებში, დღემდე ჟღერს.

არომატი Orion („ორიონი“) ბავშვობის წლების შორეული ექოების კვალდაკვალ შეიქმნა. მისი სპეციებით გაჟღენთილი ინტენსიური სურნელი მძაფრი და ამავდროულად, დახვეწილია. ციტრუსოვანი თაიგული კომპოზიციას ცქრიალა ხასიათს ანიჭებს და ანანასის სიტკბოსა და ვაშლის ხავერდოვნებას უპირისპირდება; მოცემული ნოტების ურთიერთქმედება, ქონდრის და ორეგანოს შემადგენლობით, პიკანტურ ბალანსს წარმოქმნის.

Tiziana Terenzi-ს Orion-ის ტარებისას, მსუბუქი ნიავი დაგვტრიალებს და სიზმრისეული უსასრულო მოგზაურობისკენ თანმხლები რჩეული მერქნოვანი სურნელი გვახსენებს თავს.

Orion-ს („ორიონი“), Tiziana Terenzi-ს კოლექცია Luna-ს („მთვარე“) პირველი შხაპის გელია. ეს პროდუქტი, წლების განმავლობაში, დაუღალავი კვლევების შედეგად დაიბადა, სულ ახლახან გამოვიდა და მზადაა, იმ უდიდესი წარმატების მოწმე გახდეს, რასაც მხატვრული პარფიუმერიის ბრენდი, მთელ მსოფლიოში, უკვე წლებია, აღნიშნავს.

შხაპის გელი Orion, ამავე სახელწოდების სუნამოს მიერ მონიჭებული კეთილდღეობის შეგრძნების გაგძელებაა და ფესვებიც მის ძვირფას ესენციებში აქვს გადგმული. ამ ქმნილებაში შემავალი ნივთიერებები კრისტალური სტრუქტურით ხასიათდება, რაც ტკბილ და დახვეწილ, თუმცა, ამავდროულად, ეფექტურ და მტკიცე გამწმენდ ეფექტს გვთავაზობს.

ალოეს ექსტრაქტი და ტენცო (იგივე წყლის პიტნა) ჰარმონიულად ერწყმის მაღალპროცენტიან სურნელოვან ესენციებს და მთელი დღის განმავლობაში, ფაქიზი ჩახუტების შეგრძნებას გვანიჭებს. გამაგრილებელ, გამამახნევებელ შეგრძნებებს, ასევე, პროდუქტის უპარაბენო, უალკოჰოლო და უსაღებავო ფორმულაც აღძრავს.

სილამაზის ეს პროდუქტი, უკიდურესად ინოვაციურია, რადგანაც, სრულად პარფიუმის ბაზაზეა განვითარებული: Orion, არა მხოლოდ ტანის დასაბანი საშუალება, არამედ — ნამდვილი აბაზანის სუნამოა, უნარით — ჯადოსნური, შეუდარებელი სენსორული გამოცდილება მოგანიჭოთ. მოცემულ უნიკალურ გამოცდილებას კიდევ უფრო აამაღლებთ, თუ თქვენს მოვლის რუტინას Orion-ის რევოლუციური, სურნელოვანი ტანის ლოსიონით გაამდიდრებთ.

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, წითელი მოცხარი, ვაშლი და ანანასი, გრილი ნიავის აკორდი

გულის ნოტები:

სპეციები, პაჩული, არყის ხე და ჟასმინი, ქონდარი

საბაზისო ნოტები:

საკმეველი, ამბრი, უდი, მუშკი, კედარი

Aqua, Sodio Laureth Sulfate, Cocamidopropyl Betaine, Parfum, Disodium Cocoamphodiacetate, PPG-26-Buteth-26, Disodium Laureth Sulfosuccinate, Decyl Glucoside, Aloe Barbadensis Leaf Juice, PEG-40 Hydrogenated Castor Oil, PEG-150 Distearate, Citric Acid, Sodium Benzoate, Disodium EDTA, Panthenol, Polyquaternium-10, Limonene, BHT, Linalool, Sodium Acetate, Potassium Sorbate, Isopropyl Acohol

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.

კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.

კოლექცია Luna  აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.

კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.

დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.

კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს. 

კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.

Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.