მთავარიშოპისუნამო

BIANCO LAOS

BIANCO LAOS

SHOWER GEL

სუნამო

სურნელოვანი შხაპის გელი ბიოლოგიური ინგრედიენტებით, ვეგანური არომატით და გარემოს დამზოგავი შეფუთვით.

მოცულობა:

Not Chosen

180.00 ₾
აღწერა

სურნელოვანი შხაპის გელი ბიოლოგიური ინგრედიენტებით, ვეგანური არომატით და გარემოს დამზოგავი შეფუთვით.

Giardino Benessere-ს Bianco Laos („თეთრი ლაოსი“) შთაგონებულია 70-იანების მუსიკის ჰანგებით და ჩაცმის ჰიპსტერული სტილით, თუმცა, ამავდროულად, მეტროპოლიტანური და თანამედროვე ხასიათი აქვს.

არომატის სურნელი შუშხუნა, მაჰიპნოზირებელი, პიკანტური ყვავილოვანი თაიგულით იშლება: ვარდისფერი პილპილის და წაბლის გამოძახილები გახვეულია წითელი მიხაკის და იასამნისფერი ზამბახის მაცდურ ნოტებში.

გამხსნელ ნოტებს, სურნელოვანი ქმნილების მეამბოხე და აგრესიული გული ეგებება: არგენტინული მატეს ფოთლები (მატე: ფოთლებისგან ექსტრაქცირებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული თამბაქოს, მცენარეული, თივის, კვამლის და მწვანე ჩაის სურნელით) პერუს კოკაინის ხის ფოთლებს ხვდება და ნარკოტიკულ ზეიმში ეფლობა, შემდეგ კი — მადაგასკარის ვანილის ყვავილების და ოპიუმის ნაყენისა და ქაშმირის (ქაშმირის ხე: ხის, თბილი, ბალზამის, ტკბილი, მუშკის და მგრძნობიარე აკორდებით დაბალანსებული სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული) ძლიერ სურნელში იკარგება.

კომპოზიციის სრული სენსორული მორევი უკიდურესად ძლიერი ბაზითაა გამყარებული: საბაზისო ნოტების წინა პლანზე გამოდის ლაოსის თეთრი უდი (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), რომელიც გამდიდრებულია ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), პერუს ბალზამისა და არყის ხის მაცდურ ნოტებთან ერთად.

Bianco Laos აუცილებელი სურნელოვანი ატრიბუტია მათთვის, ვისაც უნიკალური ხასიათით გამორჩეული სუნამოები უყვარს და თავისუფლების დაუოკებელი ძალით, ყოველგვარი ბარიერის გადალახვას ბედავს!

ზედა ნოტები: ვარდისფერი წიწაკა, წაბლი, წითელი მიხაკი და იასამნისფერი ზამბახი

შუა ნოტები: მატეს ფოთოლი, ერითროქსილონის ფოთოლი, მადაგასკარის ვანილის ყვავილი, კაშმირი და ლაუდანუმი

ძირითადი ნოტები: ლაოსის თეთრი უდი, ქარვა, პერუს ბალზამი და არყის ხე

Aqua, Aloe Barbadensis Leaf Juice*, Ammonium Lauryl Sulfate, Coco-Glucoside, Lavandula Hybrida Flower Water*, Cocamidopropyl Betaine, Calendula Officinalis Flower Extract*, Sodium Dehydroacetate, Glyceryl Oleate, Sodium Benzoate, Potassium Sorbate, Benzyl Alcohol, Sodium Phytate, Citric Acid, Glycerin, Sodium Chloride, Parfum (*from organic farming

პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.

კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.

კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.