AURELIA
SHOWER GEL
სუნამო
სურნელოვანი შხაპის გელი ბიოლოგიური ინგრედიენტებით, ვეგანური არომატით და გარემოს დამზოგავი შეფუთვით.
Not Chosen
სურნელოვანი შხაპის გელი ბიოლოგიური ინგრედიენტებით, ვეგანური არომატით და გარემოს დამზოგავი შეფუთვით.
Giardino Benessere-ს არომატი Aurelia, უძველეს ქუჩას — ვია ავრელიას განასახიერებს, რომელიც, რომის იმპერიის ხანიდან მოყოლებული, დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული და მთელი თავისი ბრწყინვალებით, ხმელთაშუა ზღვის აყვავებული მცენარეების ძლიერი სურნელით გაჟღენთილ ტირენიის სანაპიროსაც კვეთს.
Aurelia-ს სურნელი ველური მცენარეების ნოტებით იშლება — ქონდრის და ილის აფეთქებით, რომელთაც ბერგამოტის და კალაბრიული ფორთოხლის სურნელი უპირისპირდება. არომატის ინტენსიური და ძლიერი გული კარს გვიღებს არტემიზიასა და ტონკას მარცვლების ჯადოსნური ნაზავით დამტკბარი, დახვეწილი მერქნოვანი ნოტებით.
სურნელოვანი კომპოზიცია განისვენებს ვანილის მარცვლებისა და კუმარინის (კუმარინი: კუმარინი, მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული ვანილის და ბიტერის ტკბილი აკორდებით) კრისტალების ქარვასთან ნაზავის ტკბილ მინიშნებებთან დაწყვილებულ, წითელი პაჩულის მეფურ, დახვეწილ ნოტებზე.
ზედა ნოტები: მუსკატის კაკალი, კარდამონი, თიამი, ბერგამოტი.
შუა ნოტები: მიწის ნოტები, კედარი, გუაიაკის ხე, არტემიზია (არმუაზი), ტონკას მარცვლები.
ქვედა ნოტები: პაჩული, ასფალტი, კუმარინი, ქარვა, ვანილის მარცვლები.
Aqua, Aloe Barbadensis Leaf Juice*, Ammonium Lauryl Sulfate, Coco-Glucoside, Lavandula Hybrida Flower Water*, Cocamidopropyl Betaine, Calendula Officinalis Flower Extract*, Sodium Dehydroacetate, Glyceryl Oleate, Sodium Benzoate, Potassium Sorbate, Benzyl Alcohol, Sodium Phytate, Citric Acid, Glycerin, Sodium Chloride, Parfum, Linalool, Limonene, Coumarin (*da agricoltura biologica/from organic farming)
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.