CASSIOPEA
SHOWER GEL
სუნამო
Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Cassiopea („კასიოპეა“) ნათელი და ცქრიალაა, მისი არომატი კი — იმ თანავარსკვლავედის მსგავსად უკვდავი, რომლის სახელსაც ატარებს. ეს ჰაეროვანი, თეთრი ესენცია, მზიან შუადღეს ჰგავს, რეალობასა და წარმოსახვას შორის რომ თან დაგ
Not Chosen
„ეს სურნელოვანი კომპოზიცია, საოჯახო აგარაკზე გატარებული არდადეგების დროს დაიბადა, როდესაც მე და ტიციანა, ოჯახის სრულ შემადგენლობასთან ერთად, მთელ დღეებს, ტყეში სირბილში ვატარებდით ბედნიერად; პაპა მცენარეებსა და ყვავილებზე გვიამბობოდა, შემდეგ, მათი სურნელების გამოსაცნობ თამაშებს გვათამაშებდა. იმ დროს, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს გართობა ჩვენს საოცნებო საქმიანობად იქცეოდა.
კატრიის მთის ძირში, პატარა სოფელი — ფრონტონი მდებარეობს, სულ 1000 მოსახლით. მის სიმშვიდეს, მხოლოდ, ხეობის შემოგარენის ყვავილებისა და მცენარეების სურნელი არღვევს. მახლობლად, ფონტე აველანა — მედიტაციისა და მდუმარების ადგილია, რომელიც მოგზაურობას სულიერ არომატს მატებს.
ჩვენს სახლს ფრონტონის ციხე-სიმაგრე იცავდა — ტერიტორია, რომელიც იმ მიდამოების საზღვარს აზუსტებს, რომაელებმა ადრიატიკის ზღვასთან მისასვლელად რომ გადაკვეთეს, მე-15-მე-16 საუკუნეებში კი — მონტეფელტროს საჰერცოგოს უკანასკნელ დასაყრდენს რომ წარმოადგენდა… სწორედ იმ ისტორიებითა და თქმულებებით მდიდარ მიდამოებში ვთამაშობდით ბედნიერად: ციხე-სიმაგრის ყველაზე მაღალ კოშკზე ვძვრებოდით, საიდანაც იქაური დიდებული გარემოს დათვალიერება საუკეთესოდ შეგვეძლო. ერთ მხარეს, სან მარინომდე (ადრიატიკის სანაპიროს დამოუკიდებელი შტატი რომანიის და მარშეს რეგიონში) გადაჭიმული ნერონის მასიური მთა მოჩანდა, მეორე მხარეს კი — ადრიატიკის ზღვა. ვახშმის შემდეგ, უზარმაზარი, ყვითელი მთვარის შუქში, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, აალებული ჩირაღდნებით განათებულ კოშკზე ვთამაშობდით… “ — პაოლო ტერენცი, პაფრიუმერი.
ამიტომაცაა Tiziana Terenzi-ს პარფიუმის ექსტრაქტი Cassiopea („კასიოპეა“) ნათელი და ცქრიალა, მისი არომატი კი — იმ თანავარსკვლავედის მსგავსად უკვდავი, რომლის სახელსაც ატარებს. ეს ჰაეროვანი, თეთრი ესენცია, მზიან შუადღეს ჰგავს, რეალობასა და წარმოსახვას შორის რომ თან დაგვყვება. თითქმის ჯადოსნობით, ტკბილი, მანათობელი სურნელების წარმოქმნა ძალუძს — მარაკუიას და კასისის (კასისი: შავი მოცხარის ტკბილი აკორდი) გამხსნელი ნოტების დამსახურებით, რომლებიც ყვითელი ძიძოს (ერთ- ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარე), შროშანის და ნარცისის ძალით, მდგრად და გამყოლ ხასიათს იძენენ.
Cassiopea წარმოსახვის ფრთებზე ამხედრებული ოცნების ისტორიაა, რომელიც ყოველი ჩვენგანის მარადიულ შინაგან ბავშვს, ზაფხულის ცხელი ღამე მოწყვეტილი ვარსკვლავების თვლაში რომ გაუტარებია, ჯადოსნური მოგზაურობის შესახებ უამბობს. ნათელი ფერების და საოცარი არომატების ნაზავით, ეგზოტიკურ ადგილებში — სურნელოვან ტყეებში გადაფრენას ჰგავს, სადაც ჯადოსნური, ამოუცნობი არსებები — ფერიები და ელფები ბინადრობენ…
ეს ზმანებები, სწორედ, ფანტაზიებით შექმნილი ძვირფასი ნექტრისთვის შეაგროვეს და მის არომატში სამუდამოდ აღბეჭდეს: Cassiopea მარადიული სუნამოა, რომელიც სიყვარულსა და მადლიერებაზე მუდამ შეუმცდარად გვესაუბრება.
…
Cassiopea („კასიოპეა“), Tiziana Terenzi-ს კოლექცია Luna-ს („მთვარე“) პირველი შხაპის გელია. ეს პროდუქტი, წლების განმავლობაში, დაუღალავი კვლევების შედეგად დაიბადა, სულ ახლახან გამოვიდა და მზადაა, იმ უდიდესი წარმატების მოწმე გახდეს, რასაც მხატვრული პარფიუმერიის ბრენდი, მთელ მსოფლიოში, უკვე წლებია, აღნიშნავს.
შხაპის გელი Cassiopea, ამავე სახელწოდების სუნამოს მიერ მონიჭებული კეთილდღეობის შეგრძნების გაგძელებაა და ფესვებიც მის ძვირფას ესენციებში აქვს გადგმული. ამ ქმნილებაში შემავალი ნივთიერებები კრისტალური სტრუქტურით ხასიათდება, რაც ტკბილ და დახვეწილ, თუმცა, ამავდროულად, ეფექტურ და მტკიცე გამწმენდ ეფექტს გვთავაზობს.
ალოეს ექსტრაქტი და ტენცო (იგივე წყლის პიტნა) ჰარმონიულად ერწყმის მაღალპროცენტიან სურნელოვან ესენციებს და მთელი დღის განმავლობაში, ფაქიზი ჩახუტების შეგრძნებას გვანიჭებს. გამაგრილებელ, გამამახნევებელ შეგრძნებებს, ასევე, პროდუქტის უპარაბენო, უალკოჰოლო და უსაღებავო ფორმულაც აღძრავს.
სილამაზის ეს პროდუქტი, უკიდურესად ინოვაციურია, რადგანაც, სრულად პარფიუმის ბაზაზეა განვითარებული: Cassiopea, არა მხოლოდ ტანის დასაბანი საშუალება, არამედ — ნამდვილი აბაზანის სუნამოა, უნარით — ჯადოსნური, შეუდარებელი სენსორული გამოცდილება მოგანიჭოთ. მოცემულ უნიკალურ გამოცდილებას კიდევ უფრო აამაღლებთ, თუ თქვენს მოვლის რუტინას Cassiopea-ს რევოლუციური, სურნელოვანი ტანის ლოსიონით გაამდიდრებთ.
გამხსნელი ნოტები:
მარაკუია, ლიმონი და კასისი (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი), გვიმრა
გულის ნოტები:
მიხაკი, ხეობის შროშანი, ჩაის ვარდი
საბაზისო ნოტები:
სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), ფავა ტონკა, მუშკი
Aqua (Water), Sodium Laureth Sulfate, Parfum (Fragrance), Cocamidopropyl Betaine, Ppg-26-Buteth-26, Disodium Cocoamphodiacetate, Peg-40 Hydrogenated Castor Oil, Disodium Laureth Sulfosuccinate, Decyl Glucoside, Peg-150 Distearate, Aloe Barbadensis Leaf Juice, Sodium Chloride, Panthenol, Polyquaternium-10, Isopropyl Alcohol, Citric Acid, Sodium Acetate, Bht, Disodium Edta, Sodium Benzoate, Potassium Sorbate, Limonene, Benzyl Salicylate, Hexyl Cinnamal, Alpha-Isomethyl Ionone, Linalool, Coumarin
Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებებს, ცეცხლის მოგონებების აღმძვრელი ძალა და დადებითი ემოციებით აღსავსე ცხოვრების სტილი შთააგონებს.
კოლექცია Anniversary აბსოლუტური სიწმინდის სტილისტიკურ იდეას მოიცავს, ყოველგვარი ხელოვნური კორექტირების გარეშე.
კოლექცია Luna აერთიანებს სურნელებს, რომლებიც რაინდული ეპოსის სწავლებების თანახმად, ძვირფას ამპულებში მოაქციეს, ოცნებებსა და ცრემლებთან, სიყვარულსა და გონიერებასთან, ფუქსავატობასა და დაუსრულებელ საქმეებში გატარებულ დღეებთან ერთად.
კოლექცია Luna Star Attar ბროლის ხელნაკეთ ფლაკონებში მოთავსებული თაფლივით სასიამოვნო და ხავერდოვანი კონსისტენციის პარფიუმის ნექტრებს გვთავაზობს.
დახვეწილი ექსტრაქტების კონსერვაციისთვის შექმნილი კოლექცია — Luna Star Extrait de Parfum , შემოქმედებითი მიდგომებით, ახალი, შესანიშნავი მწვერვალების დაპყრობას ისახავს მიზანდ.
კოლექცია Assoluto , ცოდნისა და მაგიის სიზმრის სადარი გამოცდილებით, ექსკლუზიური წვეთების ფორმით წარმოდგენილ ლიმიტირებულ სურნელებს გვთავაზობს.
კოლექცია Comete , ცაში მოლივლივე კონცეფციით, გამჭვირვალე და ფერადოვანი დიზაინის ფლაკონებში მოქცეულ სუნამოებს მოიცავს, ძვირფას ოქროსფერ დეტალებსა და იტალიური იუველირიის ყველაზე დახვეწილ ხელოვნებასთან ერთად.
Tiziana Terenzi-ს ყოველი კოლექცია, სინათლის, ბრწყინვალებისა და ზღაპრების სცენარებს გვიხატავს. მათი შთაგონება, ყოველთვის, მოგზაურობა, კოცონის გარშემო განცდილი ემოციები და იმ დროს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილებები იყო — ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. თხევად ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა; ყოველი დეტალიც, კარგად გააზრებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.