მთავარიშოპისუნამო

SHIHAB

SHIHAB
SHIHAB

Eau de Parfum

სუნამო

მოცულობა:

Not Chosen

551.00 ₾
აღწერა

Spirit of Kings-ის Shihab, ბრენდის პირველი კოლექციის, Gold Collection-ის უახლესი წევრია, რომლის შემადგენელი 12 ძვირფასი სუნამოც, ანტიკური არაბული ასტრონომიული ცოდნის შთაგონებით, ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედების ძველებურ (არაბულ) სახელებს ატარებს. ამ სუნამოების ერთობა კი, სამეფო სულის მქონე ადამიანთა ოცნებებში განფენილ წარმოსახვებში და განუხორციელებელ პოტენციალში მიმალული იდუმალი ზეციური საზღვრების სიმბოლოდ გვევლინება.

არომატის სახელწოდება არაბული სიტყვა „შიჰაბიდან“ მომდინარეობს, რაც მოწყვეტილ ვარსკვლავს ნიშნავს: Shihab-ის სურნელიც, სწორედ, მოწყვეტილი ვარსკვლავის წარმავალ მშვენიერებას მიაგებს ოდას და სამეფო ბაღში, ზაფხულის საღამოს განცდილი სიმშვიდის ელეგანტურ წუთებს აღბეჭდავს: შებინდებისას, ცას რომ მუქი ფერის საბურველი ეკვრის, ჰაერს რომ ზაფხულის მწიფე ხილის მდიდრული, მაცდური არომატები აღავსებენ და ჭეშმარიტად მომაჯადოებელი განცდების საფუძველს გვიმზადებენ…

დიდებული სამეფოს გულში, კეთილშობილი მეფე, მზის ჩასვლისას, მდიდრულ ბაღში სეირნობს. ჰაერი ზაფხულის კულმინაციის მომასწავებელი მწიფე ხილის, განსაკუთრებით — ჟოლოს ტკბილ, მდიდრულ არომატებს არომატებს გაუჟღინთავს. ცა მუქი ფერით იღებება და მეფის თვალწინ, ბინდს მიღმა, მოწყვეტილი ვარსკვლავის შთამბეჭდავი სანახაობა — შიჰაბი იშლება. ჯადოსნური, თუმცა წარმავალი წუთი, მონარქზე, სიმშვიდისა და საოცრებათა შეგრძნებების აღმძვრელ ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ახდენს.

Spirit of Kings-ის Shihab, ამ დამატყვევებელ სცენას, კომპლექსური, გამომწვევი სურნელოვანი კომპოზიციით აღბეჭდავს, რომელიც ვარდისფერი წიწაკის პიკანტური გაელვებით აქცენტირებული ჟოლოს გემრიელი, მწიფე ნოტებით იშლება.

არომატის განვითარებისას, ბინდით მოცული ბაღის ელეგანტური გამოძახილების ამსახველი თურქული ვარდის და ჟასმინის ნოტები იკვეთება.

საბოლოოდ კი, ამბრის, მუშკის და პაჩულის თბილი საბაზისო ნოტების ნაზავი, ზაფხულის დაისის ხანგრძლივი სითბოს ასოციაციებს აღძრავს და მართლაც უკვდავი, მეფური სუნამოს ხასიათს აყალიბებს.

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, ვარდისფერი წიწაკა, ჟოლო, ატამი, ვაშლი

გულის ნოტები:

ჟასმინი, ვარდი, პაჩული, კედარის ხე

საბაზისო ნოტები:

სანდალის ხე, მუშკი, ამბრი, ტონკა, ვანილი

Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.

პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო

მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.

პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.

პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.

Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.

დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.