მთავარიშოპისუნამო

SENTOSA THE NIGHT ESCAPE

SENTOSA THE NIGHT ESCAPE
SENTOSA THE NIGHT ESCAPE

Eau de Parfum Intense

სუნამო

SIMONE ANDREOLI-ს SENTOSA The Night Escape ეროტიკული და მაცდური სუნამოა, რომელსაც ვნებიან ღამეს, შეყვარებულების გემო აქვს.

მოცულობა:

Not Chosen

519.00 ₾
აღწერა

არომატის ტიპი: აღმოსავლური (ორიენტალი)

ძირითადი ნოტები: ვარდისფერი პილპილი, ჯანჯაფილი, ვანილი, პაჩული, ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით)

არომატის შთაგონება

გაჩერება სინგაპურში — ტრადიციულ და ფუტურისტულ ღირებულებებს შორის მოლავირე ადგილი:

SIMONE ANDREOLI-ს SENTOSA The Night Escape ეროტიკული და მაცდური სუნამოა, რომელსაც ვნებიან ღამეს, შეყვარებულების გემო აქვს.

(კუნძული სენტოზა: ღამის გაუჩინარება) SENTOSA The Night Escape-ის დღიური

შებინდების მზერა და ერთი ღამის ხიბლი, რომელიც ცხელ რეფლექსებსა და თავხედურ პროვოკაციებში შეფარულ შეყვარებულების გემოს მოგვაგონებს.

სილამაზის ესენციებისა და სურნელებით მოჯადოებული სინდისის აბსტრაქტული ქენჯნა ჩემი აპარტამენტისკენ მიმიძღვის და ნაბიჯ-ნაბიჯ, გონებას მაკარგინებს.

იმ ღამის შემდეგ, ჩემს კანს კვლავ შემორჩენია სუნამო, რომელთან ერთადაც თანავარსებობ და რომელსაც ვუსმენ: ჩემი ოთახის ვიტრაჟიდან, ღამის სინგაპურის ხედით რომ ვტკბები, მისი სურნელი ცდუნებაზე მესაუბრება.

ყველაფერი მკრთალ მეწამულისფრად აალებული შენი მზერით დაიწყო, ჩემს თვალებს რომ ეძებდნენ, თითქოს, ნელი, თბილი ჩურჩულით, ჩემს სახელს წარმოთქვამდნენ.

შემდეგ, ჩემი მხედველობის არე სურნელად იქცა, რომელმაც აშკარა ცნობიერების აღქმა ქარვის ეროტიკული არომატის წიაღში ჩაძირა.

თვითშეგნება აპარტამენტის დერეფანში დავტოვე და იმ მომხიბლავ სურნელს მივყევი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩემი ყოფიერება მის ოთახამდე რომ მიიყვანა, რათა მის ტუჩებს შეხვედროდა. მახსოვს არეული საწოლი და ანთებული სანთლები, ჩვენს ვნებიან, ინტიმურ ღამეში რომ იწვოდნენ.

მარტო მდგომი, ჩვენს წარმავალ მომენტს ვიხსენებ, რომელიც შენს არომატში, იმ ზეწრებზე, ჩემს კანზე, ჩემს ღრმა ცნობიერში შემორჩენილა. ნებისმიერი საჭიროებისთვის, შენს განკარგულებაში ვრჩები და მოუთმენლად ველი შენს მშვენიერ სიახლეებს.

ვარდისფერი წიწაკა, ჯანჯაფილი, ვანილი, პაჩული, ქარვა.

Alcohol, Parfum (Citral, Citronellol, Eugenol, Geraniol, Limonene, Linalool), Aqua, Diethyl phtalate

SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.

სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…

მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.

ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.

დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“