მთავარიშოპისუნამო

SEDLEY

SEDLEY
SEDLEY

Eau de Parfum

სუნამო

Parfums de Marly-ს Sedley ნათელი, ძლიერი და გამაგრილებელი სუნამოა. მისი არომატული კომპოზიცია წყლის და ჰაერის სურნელებს აღბეჭდავს და ჭეშმარიტ სენსორულ მოგზაურობას გთავაზობთ, რომლის დროსაც მუდამ თან გდევთ სიქათქათის შეგრძნება.

მოცულობა:

Not Chosen

1,106.00 ₾
აღწერა

Parfums de Marly-ს Sedley ნათელი, ძლიერი და გამაგრილებელი სუნამოა. მისი არომატული კომპოზიცია წყლის და ჰაერის სურნელებს აღბეჭდავს და ჭეშმარიტ სენსორულ მოგზაურობას გთავაზობთ, რომლის დროსაც მუდამ თან გდევთ სიქათქათის შეგრძნება.

კლასიკური და ამავდროულად თანამედროვე არომატი მოიცავს ბერგამოტის, ბაღის პიტნის და წყლის აკორდის ნაზავს, გერანიუმის ბურბონის (გერანიუმი: ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი), ლავანდის და მზის ნოტებთან (ნოტები გამაგრილებელი, ყვავილოვანი სურნელით; ილანგ ილანგის ნათელი აკორდით და ვანილისა და ქოქოსის თბილი, ნოსტალგიური აკორდებით) ერთად.

ზოგად სურნელოვან ფონს ხის დამაგვირგვინებელი ნოტების ხელწერა ქმნის, როგორც ტრადიციის და კონცეპტუალური ესთეტიზმის განსხეულების საშუალება.

გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, ბაღის პიტნა, წყლის აკორდი

გულის ნოტები: გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი), ლავანდა, მზის ნოტი (ნოტები გამაგრილებელი, ყვავილოვანი სურნელით; ილანგ ილანგის ნათელი აკორდით და ვანილისა და ქოქოსის თბილი, ნოსტალგიური აკორდებით)

საბაზისო ნოტები: სანდალის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), საკმეველი, თეთრი მუშკი (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში), კედარის ხე

საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: გაზაფხული და ზაფხული, ზღვის პირას გატარებულ დღეებში

გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, ბაღის პიტნა, წყლის აკორდი

გულის ნოტები: გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი), ლავანდა, მზის ნოტი (ნოტები გამაგრილებელი, ყვავილოვანი სურნელით; ილანგ ილანგის ნათელი აკორდით და ვანილისა და ქოქოსის თბილი, ნოსტალგიური აკორდებით)

საბაზისო ნოტები: სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), საკმეველი, თეთრი (იგივე სინთეტიკური) მუშკი, კედარვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული მშრალი, ნაზი მერქნოვანი სურნელით და ტყავის ნიუანსებით, მოგვაგონებს ფანქრის და ახლადდაბეჭდილი გაზეთების არომატს)

საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: გაზაფხული და ზაფხული, ზღვის პირას გატარებულ დღეებში

Light, forceful and fresh, Sedley is an eau de parfum capturing watery and aerial scents that offer a true olfactory journey, with a freshness that follows you everywhere. This classic yet modern fragrance is a blend of bergamot, spearmint and watery accord, with geranium bourbon, lavender and sunny notes. In the background, the ultimate woody signature embodies tradition mixed with contemporary aestheticism.

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.