SCUSAMI
Parfum
სუნამო
არასოდეს დაივიწყოთ შენდობის თხოვნა… ბედის რისხვადატეხილს, სინანულის გრძნობა მუდამ თან მდევს. ღვივდება ბრაზი.
Not Chosen
არასოდეს დაივიწყოთ შენდობის თხოვნა… ბედის რისხვადატეხილს, სინანულის გრძნობა მუდამ თან მდევს.
ღვივდება ბრაზი.
სიჩუმეში მოულოდნელი ჭრილობები, ძალადობა და ნისლი აღბეჭდილა.
საუბარი არავის სურს.
უმეცრება.
ცხოვრების არაჰუმანურობა უემოციო, ამპარტავან არსებებად გვაქცევს, შეცდომების გააზრების უნარს გვართმევს და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, სხვებს ვამცირებთ.
ტკივილის შესამსუბუქებლად.
მაგრამ მხოლოდ ეს ტკივილი ცოცხლობს და მაძლევს ნიშნებს,
მამჩნევს იარებს და ძერწავს მოგონებებს,
არჩევანს მხოლოდ ტკივილით, ტანჯვით გამოწვეული, პატიების თხოვნის მსგავსი ნაკაწრები აყალიბებს.
გამბედაობისთვის ქვითნი ცვლილების ფერებს ამღვრევს და დამჭკნარი ყვავილების ფურცლებს სუნთქვას ანიჭებს.
მომიტევე.
არომატული კომპოზიციის ჰარმონიის ევოლუცია:
მუსიკალური ფუგის პირველი ხმა: ქარვა, ამბრეტი, კრემოვანი სანდალის ხე, პაჩული, კედარის ხე, ხავსი ხილის აკორდებით.
მუსიკალური ფუგის მეორე ხმა: შავი მოცხარი, ილანგ-ილანგი, ფრეზია, „სამეფო ყინულის“ აკორდი, ხეობის შროშანი, ვარდი.
შლეიფი: მირაბელი, ლიმონი, ბერგამოტი, ჰელიოტროპი, გრეიფრუტი.
SUBJECT: amber, ambrette, creamy sandalwood, patchouli, cedar wood, fruity moss
COUNTER SUBJECT: Cassis, Ylang ylang, Freesia, Royal ice, Lily of the valley, Rose
TAIL: Mirabella Plum, Lemon, Bergamot, Heliotrope, Grapefruit
იტალიელი პარფიუმერი ფილიპო სორჩინელი მრავალმხრივი ხელოვანია. მისი მსოფლმხედველობის და ესთეტიკის ჩამოყალიბებას სასულიერო სფეროში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, რელიგიური თემატიკა სორჩინელის შემოქმედების ლაიტმოტივია.
13 წლისამ, ორღანზე დაკვრა დაიწყო; სხვადასხვა დროს, რიმინიში — ფანოს კათედრალში, შემდეგ კი — მარკეში, სან ბენედეტო დელ ტრონტოში ორღანისტად მოღვაწეობდა. მოგვიანებით, პონტიფიკური ინსტიტუტის სასულიერო კურსზეც ჩაირიცხა და აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.
2001 წლიდან, ხელოვნების და რელიგიის კონცეფციების შერწყმით, სასულიერო პირების კოსტიუმების ექსკლუზიური ატელიე დააარსა. სორჩინელის კლიენტებს შორის რომის პაპებიც — ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაპი ფრანცისკე იყვნენ.
პარფიუმერიაში პირველი ნაბიჯები 2013 წელს გადადგა: გოთიკური არქიტექტურით შთაგონებული ნიშური ბრენდის — UNUM-ის თანადამფუძნებელი გახდა. 5 უნიკალური არომატისგან შემდგარი კოლექცია მდიდრული საკმეველის და მითიური ვარდების ბაზაზე შეიქმნა, როგორც ვატიკანის მარადიული რელიგიური სულის ახლებურად წარმოჩენის სურნელოვანი იარაღი.
დღეს, სორჩინელის არომატული პორტფელი ნიშური სუნამოების 7 ხაზს მოიცავს: UNUM-ს, MEMENTO-ს, ATMOSPHERE D’EMOTION-ს, SUPERFLUO?-ს (ნიშური სუნამოები და სხეულის მოვლის საშუალებები), X SÉ-ს, EXTRAIT DE MUSIQUE-ს და DÉLIRE DE VOYAGE-ს; კოლექცია SCENTED HOME კი დიფუზორებს — ინტერიერის 5 განსხვავებულ სურნელს გვთავაზობს.