მთავარიშოპისუნამო

LUNA

LUNA

SCENTED CANDLE

სუნამო

Arkano della Luna — ესაა არომატი, რომელსაც, არა, უბრალოდ, ატარებ, არამედ — წარმოსახვით შეიგრძნობ

მოცულობა:

Not Chosen

615.00 ₾
აღწერა

შუაღამისას, არსებობს წუთი, როდესაც ყოველივეს სიჩუმე მოიცავს. ჩრდილები მუქდება; მდუმარებას წინასწარმეტყველებები აღავსებს; ნელა ყალიბდება ფიქრები, ქვეცნობიერის დეფეფნებში მცურავი ნისლებივით, ზანტად რომ მიიკვლევენ გზას…

სწორედ იქ, სიზმარსა და რეალობას შორის არსებულ ვიწრო სივრცეში ჩნდება V Canto-ს არომატი Arkano della Luna, როგორც წყვდიადში გამკრთალი ჩურჩული და მაცდური სიმღერა, ქვეცნობიერის სიღრმეებისკენ რომ მიგვიძღვის. მთვარის სუსტი, მბჟუტავი შუქი, ნათების ნაცვლად, ირეკლავს… აცდენს, აჯადოებს და აცდუნებს. ის, ჩვენი ფარული ემოციების, მდუმარედ მწველი სურვილებისა და შიშების სარკეა, რომელთა შესახებ საუბარს ვერც კი ვბედავთ. მისი მისტერია ილუზიებისა და ფარული ჭეშმარიტების შესახებ, წყვდიადში ნაჩურჩულები საიდუმლოებებისა და მხოლოდ რჩეულთათვის გამჟღავნებული სიმართლის შესახებ მეტყველებს — მათთვის, ვისაც ღამის საფარს მიღმა განჭვრეტის უნარი აქვთ.

არომატის სურნელი, ხანგრძლივი მოქმედების შელოცვასავით მიმზიდველი ნოტით იშლება: მარადიულ ცაზე ნელა იფურჩქნება ქვეცნობიერის დედოფალი — ბულგარული ვარდი. ამალფის ლიმონის ენერგიული შუქი, ვარდს, ჩრდილების მჭრელი მზის სხივებივით ეფერება.

დოლომიტების წითელი ვაშლი ბერძნულ ზაფრანას ეცეკვება და ვარსკვლავების მტვრის სადარ, იდუმალ, ოქროსფერ ნაკვალევს ტოვებს. პიემონტის კაკალი, კომპოზიციას, მოულოდნელი ალერსით მოიცავს და ატომსფეროს ნელ-ნელა გაუჩინარებული სიზმრის მოგონებასავით, თბილი, ხავერდოვანი ვუალით ამშვიდებს.

სურნელის მფეთქავ გულში დაგროვილი ემოციები ბლანტი და ყოვისმომცველია: დოლომიტების ჟოლო, ინტენსიური, მელანქოლიური სიტკბოთი ერწყმის მთვარის შუქზე გაფურჩქნილ ტაიტური ვანილის ღვთაებრივ, ნარკოტიკულ ყვავილებს. ინდონეზიური ქოქოსის რძე, ნაზი, მგრძნობიარე, სულიერი ლიმფის მსგავსად მიედინება და კანსა და გონებას ამშვიდებს; ჰიპნოზური და ვნებიანი ინდური სამბაკის ჟასმინი კი წყვდიადში გაჟღერებულ ჩუმ ლოცვას ჰგავს.

ამ ყნოსვითი ჯადოსნობის საბაზისო ნოტები, ღამის წმინდა მიწაშია ფასვგადგმული: შინაგანი ტყის საიდუმლოებების მცველად, ანტიკური და ენერგიული ტოსკანური მუხის ხავსი გვევლინება; მაგნიტური, არაამქვეყნიური ამბრი კი, კომპოზიციას, მარადიული მისტერიის აურით აღავსებს. ტროპიკული ჩახუტებასავით მგრძნობიარე ჰავაის ფრანჟიპანი, ტკბილი თურქული კარამელის სიტკბოს ერწყმის და V Canto-ს სურნელოვან რიტუალს, მარადიული, დაუძლევლად მიმზიდველი, ხანგრძლივად მდგრადი ნაკვალევის დამღით აღბეჭდავს.

Arkano della Luna — ესაა არომატი, რომელსაც, არა, უბრალოდ, ატარებ, არამედ — წარმოსახვით შეიგრძნობ; საიდუმლო რიტუალი და ჩრდილების ალერსი, რომელიც უთქმელი, უხილავი და შეუცნობელი ადგილებისკენ მიგვიძღვის; თილისმა მათთვის, ვისაც გამბედაობა ჰყოფნით, განჭვრიტონ და ვარსკვლავების მერყევი შუქის ქვეშ, საკუთარ აჩრდილებს ეცეკვონ. რადგან ავთენტური ინდივიდუალური ჭეშმარიტების შეცნობა, მხოლოდ, პერსონალური ილუზიების მიღების შედეგადაა შესაძლებელი…

გამხსნელი ნოტები: სამეფო კალაბრიული ბერგამოტი, გვატემალური ილი და კომოს ტბის ლავანდა

გულის ნოტები: პორტოფინოს კვიპაროსი, ტოსკანური ზამბახი, იტალიური ტყავი, ანდალუზიური ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), ამაზონის ტონკას მარცვლები და ლიბანური კედარი

საბაზისო ნოტები: თეთრი (სინთეტიკური) მუშკი, ამბრი, ჰაიტის ვეტივერი, ბრაზილიური გუაიაკის ხე, რომანიული არყისხე და კუბური კედარის ხე

Contains: Reaction Mass Of Bis(1,2,2,6,6-Pentamethyl-4-Piperidyl) Sebacate And Methyl 1,2,2,6,6-Pentamethyl-4-Piperidyl Sebacate, Geraniol, Piperonal, 3-Methylcyclopentadecenone, Methyl-2,4-Dihydroxy-3,6-Dimethylbenzoate

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია