FORTUNA
SCENTED CANDLE
სუნამო
მეტი, ვიდრე სურნელოვანი ქმნილება — V Canto-ს Arkano della Fortuna, ჭეშმარიტად დამცავი თილისმა და იღბლის მომტანი ჩარმია
Not Chosen
მეტი, ვიდრე სურნელოვანი ქმნილება — V Canto-ს Arkano della Fortuna, ჭეშმარიტად დამცავი თილისმა და იღბლის მომტანი ჩარმია; გრძნობათა მოგზაურობა, რომელიც ტრადიციული ყნოსვითი განცდების საზღვრებს მიღმა, მფლობელის სულს სწვდება.
Arkano della Fortuna-ს სურნელი, ფაქიზად მოგიცავთ; უხილავი ჩახუტებასავით, დაუვიწყარ მომენტებს რომ გვპირდება. ის, სითამამის და იმედის ესენციაა; კეთილდღეობის და წარმატების სიმბოლო, რომელიც საკუთარ ხასიათს, იდუმალი აურის ძალით ამჟღავნებს.
Arkano della Fortuna-ს მიპკურება უხილავი თილისმის ტარების ტოლფასია, ცხოვრებისეულ გზებზე, საკუთარი ბედისწერისკენ, თავდაჯერებულად, მიზანმიმართულად რომ შეუძლია, გაგვიძღვეს. ყველაზე მოთხოვნადი დღეების მდუმარე თანმხლები არომატი შეგვახსენებს, რომ ბედისწერა მხოლოდ გაბედულ მეოცნებეებს უღიმის, საკუთარი მიზნებისკენ ენთუზიაზმით რომ მიისწრაფიან; ანტიკური ლეგენდების მაგიას აღბეჭდავს და გაგრძნობინებს, რომ რაღაც დიდებულის ნაწილი ხარ; და, არა მხოლოდ, მფლობელთა იდენტობას განსაზღვრავს, არამედ, თითოეული ინდივიდის უნიკალურ თვისებებს აძლიერებს და მხიარულებითა და ოპტიმიზმით აღსავსე ცხოვრებისკენ მოუწოდებს.
ჯადოსნური Arkano della Fortuna-ს სურნელს, V Canto-ს ამავე დასახელების სანთელი აძლიერებს — უძველესი ტაროს კარტის შთაგონებით გაფორმებულ ელეგანტურ ფაიფურში მოქცეული ძვირფასი არომატი. ოქროთი მოვარაყებულ ფლაკონს, ბედის ბორბლის სიმბოლოს გრავიურა ამშვენებს და მფლობელებს სიძლიერითა და იმედით შთააგონებს. დიზაინის ყოველი დეტალი, მიზნად ისახავს, სანთელი, კეთლდღეობისა და მშვენიერების ამულეტად გარდაქმნას, ყოველი წუთი კი დაუვიწყარ მოგონებად აქციოს.
Arkano della Fortuna, არა მხოლოდ სუნამო, არამედ, შესაძლებლობებით აღსავსე სამყაროსთან შემაერთებელი ხიდია, სადაც დადებითი აურით მოცული ყოველი დღე, ცხოვრების სრულყოფილად შეგრძნების საშუალებას იძლევა. ეს არომატი გვიწვევს, ყოველი მომენტი აღვნიშნოთ, შესაძლებლობები გამოვიყენოთ და საკუთარი ოცნებების წარმოუდგენელი ძალის გვწამდეს.
კომპოზიცია სამხრეთ იტალიის ციტრუსების ცქრიალა სამეულით იშლება: რეჯიო კალაბრიის ბერგამოტის პიკანტური, შუშხუნა და მსუბუქად ცხარე ნოტები ამაღლებულად ერწყმის არომატის დამატკბობელ და სიცოცხლისუნარიანობის მიმნიჭებელ რეჯიო კალაბრიის მანდარინს. ციტრუსოვან ტრიოს სიგრილისა და მზის ენერგიის სიმბოლო — სორენტოს ლიმონი აგვირგვინებს და გამხსნელ ნოტებს ფეთქებად ხასიათს ანიჭებს.
სურნელის გული, შუშხუნა გამხსნელ ნოტებს მოიცავს და მძლავრ ბაზასთან აახლოებს: ინდური სამბაკის ჟასმინის მათრობელა სიტკბოსა და ამბრის მეფურ ხასიათთან კომბინირებული გარდას ტბის ლავანდა, სიმშვიდის და სიწყნარის შეგრძნებებს აღძრავს.
Arkano della Fortuna-ს შემადგენელი ნოტების ერთობლიობა ღრმა, მგრძნობიარე საფუძველს ეყრდნობა: მუშკი ბრაზილიურ ტოლუს ბალზამს ერწყმის და კომპოზიციას სითბოსა და სიღრმეს ანიჭებს; მექსიკური ფრანჟიპანის კრემოვანი, გამომწვევი ნოტები, ეგზოტიკურ, ყვავილოვან შტრიხებს მატებს; რომანიული არყისხე კი, ძალითა და სიფაქიზით აგვირგვინებს და მყარი, ყოვლისმომცველი საბაზისო ნოტებით აღბეჭდავს.
მეტი, ვიდრე უბრალო სუნამო — Arkano della Fortuna, დამცავ და კეთილდღეობის მომნიჭებელ ავთენტურ ამულეტად გარდაიქმნება და უნიკალურ ყნოსვით განცდად გვევლინება, რომელიც სუნამოების ორდინალურ აღქმას სცდება და მფლობელის სულს იღბლით ასაჩუქრებს.
გამხსნელი ნოტები: რეჯიო კალაბრიის ბერგამოტი, კალაბრიული მანდარინი და სორენტოს ლიმონი
გულის ნოტები: გარდას ტბის ლავანდა, ინდური სამბაკის ჟასმინი და ამბრი
საბაზისო ნოტები: მუშკი, ბრაზილიური ტოლუს ბალზამი (პერუს ბალზამის ხის — იგივე სანტოსის ხის ქერქისგან მიღებული სურნელოვანი ფისი ქარვის/აღმოსავლური ნოტებით), მექსიკური ფრანჟიპანი და რომანიული არყისხე
Contiene/Contains: Reaction mass of Bis(1,2,2,6,6-pentamethyl-4-piperidyl) sebacate and Methyl 1,2,2,6,6-pentamethyl-4-piperidyl sebacate, Pin-2(10)-ene, LINALOOL, ISO E SUPER (anthamber premium, timbrone supra), 6,7-DIHYDRO-1,1,2,3,3-PENTAMETHYL-4(5H) -INDANONE, (R)-P-MENTA-1,8-DIENE, BENZYL SALICYLATE, LINALYL ACETATE
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია