SANTAL 100 ML + 15 ML
Eau de Parfum
სუნამო
Sillage d’Orient-ის მდიდრული და ემოციური არომატი Signature Santal მეფური სანდალის ხის , კვამლისებრი პაპირუსის აკორდისა და ტყავის ნოტების გაელვების შერწყმას წარმოადგენს.
Not Chosen
Sillage d’Orient-ის მდიდრული და ემოციური არომატი — Signature Santal, გვთავაზობს მეფური სანდალის ხის (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), კვამლისებრი პაპირუსის აკორდისა და ტყავის ნოტების გაელვების შერწყმას. ამ მომაჯადოებელ კომპოზიციას პიკანტურ, ხის ფისისებრ შტრიხს მატებს ილი. ვეტივერი და ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) კი, სურნელს, სინათლესა და მიმზიდველობას ანიჭებს.
კონტრასტული მახასიათებლებით — ვნებით და სინაზით, მასკულინური და ფემინური საწყისებით, სიძლიერით და ცდუნებისადმი მინებების სურვილით გამორჩეული Signature Santal, აბრეშუმის დახვეწილ ქსოვილებს მიღმა შეჭვრეტას და იდუმალ არაბულ ღამეში მოგზაურობას მოგაგონებთ…
დარიჩინი, გრეიფრუტი, მუსკატის კაკალი, პაჩული, ხე, სანდალის ხე, ვეტივერი, ქარვა
სუნამოს ძალა მისი შეუცნობელი ხასიათის არომატშია: დახვეწილ ფარჩას ხელით შეეხებით, ხმელთაშუა ზღვის ჰორიზონტს თვალს გააყოლებთ, შეიგრძნობთ, როგორ დნება პირში გემრიელი ფუა გრა, მაგრამ თავბრუდამხვევი, მათრობელა სურნელი, სრულიად მოულოდნელად დაგატყდებათ თავს!
Sillage d’Orient-ის ყოველი არომატის ჩამოსხმა მისტერიის ბოთლში მომწყვდევის რიტუალია, მათი გამოყენება კი ამ იდუმალი ძალის დაუფლების სიმბოლო!
ზოგი მიიჩნევს, რომ იდეალურად კვეთილი ძვირფასი ქვის ძალა მის დამატყვევებელ ბზინვარებაშია, ზოგს კი — მისი ბრწყინვალე ელფერი ნუსხავს.
რა გზითაც არ უნდა გესაუბრებოდეთ ქვა, ის ამას უსიტყვოდ ახერხებს: შეგრძნებებით, ვიბრაციებით, ენერგიით, თქვენს ქვეცნობიერთან იდუმალი კავშირით…
თქვენი შინაგანი ინტუიცია, ძვირფას ქვასთან, როგორც სულიერ მეგობართან, უხილავ ბმას განაპირობებს. სწორედ ამ გამოუთქმელი კავშირის აღმნიშვნელია Sillage d’Orient-ის კოლექცია Signature. მის ყოველ სუნამოში, შესატყვისი სახელის მქონე ქვის მსგავსად, საკუთარი სულის ნაწილს აღმოაჩენთ.
გაიცანით Sillage d’Orient-ის კოლექცია Signature-ის სუნამოები და მიაგენით თქვენი სრულყოფისთვის შექმნილ არომატს!