მთავარიშოპისუნამო

ŞAH

ŞAH
ŞAH

Extrait de Parfum

სუნამო

REGALIEN-ის ŞAH უძვირფასესი ესენციებისა და თანამედროვე აღმოსავლური სურნელის ღრმა არომატული ჰარმონიაა.

მოცულობა:

Not Chosen

630.00 ₾
აღწერა

ŞAH-ის შექმნის შთაგონება ანტიკური ისტორიის ლიდერთა სახასიათო სურნელია: მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ესენციის — უდის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) ბაზაზე დამზადებული არომატები, რომლებიც სულთნებისთვის იყო განკუთვნილი.

ŞAH-ის არომატი მართლაც პატივცემულ მმართველთა დიდების საკადრისია: მისი ხასიათი, მრავალფეროვანი აკორდების კომბინაციით, წვიმის შემდგომ მიწისთვის დამახასიათებელ სასიამოვნო სურნელს მოგვაგონებს.


გამხსნელი ნოტები: ოზონის ნოტები (რეპროდუქციული პარფიუმერული აკორდი ჰაერის, წყლის, გამაგრილებელი, მეტალის ნოტებით და ზღვიდან მონაბერი ბრიზის, სასიამოვნო ნიავში ნაზად მოფრიალე სუფთა სარეცხის ასოციაციებით, ქლორის ან ლითონის დახვეწილი ტონების კრისტალური აქცენტებით), მინერალური ნოტები (გამაგრილებელი აკორდი წყლის და მარილის სურნელით, ხასიათდება ციტრუსებზე მდგრადი თვისებით)

გულის ნოტები: თურქული ვარდი, მუსკატის კაკალი, მიხაკი, ზაფრანა, გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი)

საბაზისო ნოტები: კამბოჯური უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), პაჩული, კედარის ხე

Alcohol, Parfum, Aqua, Limonene, Cinnamal, Citronellol, Geraniol, Linalool

არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.

REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…

REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…

REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.