SABLES
EAU DE PARFUM
სუნამო
Goutal-ის Sables მათრობელა ზაფხულის, ზღვის სანაპიროზე თვლემის ან მცხუნვარე მზის სურნელია, რომლის ქვეშაც, თავდავიწყებას ვეძლევით.
Not Chosen
ჰორიზონტი უკვდავას ყვავილებითაა გადაპენტილი, სიცხე — ღვთაებრივად აუტანელია, ქვიშა კი — წვავს.
Goutal-ის Sables მათრობელა ზაფხულის, ზღვის სანაპიროზე თვლემის ან მცხუნვარე მზის სურნელია, რომლის ქვეშაც, თავდავიწყებას ვეძლევით. ეს სუნამო, პარფიუმერმა ანიკ გიუტალმა, საყვარელ ქმართან ერთად კორსიკაში გატარებული ბედნიერი წუთების მოგონებების თანმხლები უსასრულო სიამოვნების განსაცდელად შექმნა.
გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, მანდარინი
გულის ნოტები: ჟასმინი, მადაგასკარული შავი პილპილი, მუხის ხავსი
საბაზისო ნოტები: იუგოსლავიური უკვდავა, ინდური სანდალვუდი, ამბრი
ALCOHOL DENAT., AQUA (WATER /EAU), PARFUM (FRAGRANCE), Limonene, Linalool, Coumarin, Citral, Evernia prunastri (Oakmoss) extract, Farnesol, Benzyl benzoate, Geraniol
რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.
Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.
Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…
ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.
პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).