მთავარიშოპიBlooming Fragrances
RUBY
Eau de Parfum
Blooming Fragrances
Ruby-ს სურნელი წითელი კენკრის, ქოქოსის, ნუშის, ანანასის და მწიფე ალუბლების აფეთქებით იშლება. ალუბლის ყვავილის მსგავსად, მისი ნაყოფიც, მშვენიერებისა და ცხოვრების ფაქიზ, წარმავალ ბუნებას ასახავს და ხანმოკლე, ძვირფასი მომენტების შესახებ შეგვახსენებს…
Not Chosen
გულიდან მწველი ალი გამოკრთის,
მისი ნაკვერჩხალი კი — ღვთაებრივი ვნებით გიზგიზებს.
შეკრულან კავშირისთვის, რათა აღარასოდეს განშორდნენ,
მარადიულად დაფასებული წმინდა სიყვარული, იბრწყინებს.
იყავი სამუდამოდ ჩემი ლალი…
ლალის თვლებს, არაერთი ანტიკური კულტურა მიაგებდა პატივს: სჯეროდათ, რომ მათ გულში, მარადიული, ჩაუქრობელი ცეცხლი გიზგიზებდა და თითქოს, თითოეული ქვა, ჭეშმარიტი სიყვარულის უკვდავი სიმბოლო იყო.
ჩურჩულით ნაამბობ უძველეს ლეგენდებში, ლალის, „დედამიწის სიცოცხლის წყაროდ“ მოიხსენიებდნენ — ათასწლეულების განმავლობაში კრისტალიზებულ ძვირფას, ცეცხლოვან ქვად.
ეს საკრალური ქვა, სიყვარულის, მაცოცხლებელი ძალისა და თვით ცხოვრების უწყვეტი გულისცემის უკვდავ ემბლემად იქცა…
ლალი, სიყვარულის ყოველ ფორმას მიაგებს ოდას, მათ შორის — რომანტიკულ, ოჯახურ თუ პლატონურ გრძნობას…
სამყაროში, რომელიც, ხშირად, ჩრდილებითაა მოცული, სიყვარულის კაშკაშა ბრწყინვალება უცვლელია — მუდამ მზადაა, გზა გაგვინათოს და წინ გაგვიძღვეს.
დააგემოვნეთ Kajal-ის არომატი — Ruby: ყოველთვის სუფთა. ყოველთვის შენი. სამუდამოდ.
Ruby-ს სურნელი წითელი კენკრის, ქოქოსის, ნუშის, ანანასის და მწიფე ალუბლების აფეთქებით იშლება. ალუბლის ყვავილის მსგავსად, მისი ნაყოფიც, მშვენიერებისა და ცხოვრების ფაქიზ, წარმავალ ბუნებას ასახავს და ხანმოკლე, ძვირფასი მომენტების შესახებ შეგვახსენებს…
ათქვეფილი ნაღების, ნაზი პუდროვანი აქცენტების, ნაყინის და ყავისფერი შაქრის გულის ნოტები, აღტაცების მომგვრელ მორევში, სითბოსა და კომფორტს განასხეულებენ.
არომატის ბაზა, სიყვარულისა და მგრძნობიარობის სიმბოლოებს — მუშკს, ვანილს, ამბრს (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ბენზოინსა (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) და ტონკას მარცვლებს ეყრდნობა.
ზედა ნოტები: წითელი კენკრა, ქოქოსი, ნუში, ანანასი, ალუბლის წვენი.
გულის ნოტები: ათქვეფილი ნაღები, რბილი ფხვნილი, ნაყინი, ყავისფერი შაქარი.
ძირითადი ნოტები: მუშკი, ვანილი, ქარვა, ბენზოინი, ტონკას მარცვლები.
Kajal Perfumes Paris მდიდრული სუნამოების და ინტერიერის სურნელების სიყვარულით შექმნილი პარფიუმერული სახლია. ბრენდის შთაგონება სილამაზის სფეროდან მომდინარეობს: ინდურ კულტურაში „ხაჯალი“ kajal/kohl ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ თვალის ჩრდილს აღნიშნავს (ანტიკური კოსმეტიკური საშუალება ინდოეთში, ჩრდილო აფრიკასა და შუა აზიის ქვეყნებში თვალის მუქი ჩრდილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი მინერალით — სტიბნიტით, იგივე ანტიმონიტით ამზადებენ). Kajal Perfumes Paris-ის სახელწოდების შექმნაზე შემოქმედებითი გავლენა მოახდინა, ასევე, არაბულმა სიტყვამ — khajal, რაც თავმდაბლობას, მოკრძალებას, სხათა მიმართ პატივისცემას გულისხმობს.