მთავარიშოპისუნამო

ROSE POMPON

ROSE POMPON

EAU DE TOILETTE

სუნამო

წარმოიდგინეთ, რომ ვარდების ბაღის შუაგულში დგახართ

მოცულობა:

Not Chosen

357.00 ₾
აღწერა

წარმოიდგინეთ, რომ ვარდების ბაღის შუაგულში დგახართ…

გარემომცველი სურნელი მძაფრად ყვავილოვანი და ხილისებრი, დახვეწილად გურმანული და ჰარმონიულად დაბალანსებული, მანათობელიც კია… ათასფურცელა ვარდი ოინებს გვიწყობს და განუწყვეტლივ გვახსენებს, თუ რამდენად მაცდურია გარეგნობა.

გაინტერესებთ, ცელქია თუ არა, Goutal-ის არომატი Rose Pompon — რაღათქმაუნდა, თანაც, რაოდენ ძლიერად მიაგებს ოდას მხიარულებას!

გამხსნელი ნოტები: გრეიფრუტი, ჟოლო, შავი მოცხარი, ვარდისფერი წიწაკა

გულის ნოტები: ტაიფის ვარდი, ბულგარული ვარდი, ია

საბაზისო ნოტები: ინდონეზიური პაჩული, ტაილანდური ბენზოინის ფისი, ვანილი, ამბრი 

ALCOHOL DENAT. , PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER /EAU), ETHYLHEXYL METHOXYCINNAMATE, Hydroxycitronellal, ETHYLHEXYL SALICYLATE, Citronellol , BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE, BHT, Geraniol, Eugenol , Benzyl Alcohol , Limonene , Citral , Farnesol

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).