მთავარიშოპიBlooming Fragrances
ROSE OF DANGEROUS FLAMENCO
Eau de Parfum Intense
Blooming Fragrances
SIMONE ANDREOLI-ს Rose of Dangerous Flamenco მძაფრი, რომანტიკული ხელოვნების გამოხატვაა, რომელიც სილამაზის წმინდა შეგრძნებით, დროსა და სუნთქვას აჩერებს.
Not Chosen
არომატის ტიპი: აღმოსავლური (ორიენტალი), პიკანტური
ძირითადი ნოტები: გამომშრალი ხილი, ფინიკი, ჟოლო, ზაფრანა, დამასკოს ვარდი, უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით)
არომატის შთაგონება
მდიდრული ვარდის და აბრეშუმისებრი უდის ფლამენკო უცნობი საყვარლების ცეკვის მსგავსია, სევილიის თბილი ანდალუზიური მზის ჩასვლისას, ვნებიან ცდუნებებს რომ გამოაღვიძებს და ცოდვისკენ მიიჩქარის.
ფინიკის და გამომშრალი ხილის ნაპერწკლები პიკანტურ და მერქნისებრ ტონებს ერწყმიან და დასავლეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის ტკბილ ჩურჩულს მოგვაგონებენ.
SIMONE ANDREOLI-ს Rose of Dangerous Flamenco მძაფრი, რომანტიკული ხელოვნების გამოხატვაა, რომელიც სილამაზის წმინდა შეგრძნებით, დროსა და სუნთქვას აჩერებს.
(სახიფათო ფლამენკოს ვარდი) Rose of Dangerous Flamenco-ს დღიური
ანდალუზიური მზის ჩასვლის ფონზე, მოცეკვავე სხეულები მოჩანს, ჩრდილოეთის მზე ძარღვებში სისხლივით მოედინება, გახურებული და აღგზნებული. ჩემს ზურგზე, კანის სიღრმეში იძირებიან მისი ფრჩხილები, თითქოს ჩემი სულის დაქუცმაცებას ცდილობენ.
ვნების ფლამენკო, ცოდვის იმპულსი…
ლატენტური, ციებ-ცხელების მსგავსი მღელვარე მომენტები, ვნების უარყოფის ყოველგვარ ყოყმანს რომ სძლევენ…
SIMONE ANDREOLI-ს Rose of Dangerous Flamenco-ს არომატი რომანტიკული ავხორცობის განსხეულებაა, რომელიც თითოეული ნოტით, ყველა გრძნობას აღიზიანებს.
ჩირი, ფინიკი, ჟოლო, ზაფრანა, დამასკოს ვარდი, უდი.
Alcohol, Parfum (ALPHA-ISOMETHYL IONONE, Citronellol, Geraniol, Limonene, Linalool, Eugenol), Aqua, Diethyl phtalate.
SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.
სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…
მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.
ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.
დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“