მთავარიშოპისუნამო

ROSE

ROSE
ROSE 100 ML + 15 ML

Eau de Parfum

სუნამო

Sillage d’Orient-ის არომატი Signature Rose თანასწორად ამშვენებს დედოფალსა და ქალღმერთს. მისი სურნელოვანი ხასიათი, ერთი მხრივ, ძლიერი და სასტიკია, მეორე მხრივ კი — ლამაზი და დახვეწილი.

მოცულობა:

Not Chosen

690.00 ₾
აღწერა

Sillage d’Orient-ის არომატი Signature Rose თანასწორად ამშვენებს დედოფალსა და ქალღმერთს. მისი სურნელოვანი ხასიათი, ერთი მხრივ, ძლიერი და სასტიკია, მეორე მხრივ კი — ლამაზი და დახვეწილი.

ანტიკური ხანის ბერძნები, სიყვარულის ქალღმერთის — აფროდიტეს პატივსაცემად, ტაძრებს ვარდებით რთავდნენ. კლეოპატრა, საყვარელ მამაკაცთან შეხვედრისას, ვარდებით მოიკაზმა, რათა მარადიული ვნებით ეცდუნებინა.

Signature Rose სურვილსა და კონტროლს, სინაზესა და სიძლიერეს შორის გამართულ გამომწვევ ცეკვას ჰგავს: ვანილის აბრეშუმისებრი, დახვეწილი ნოტები არაბული ვარდის ინტენსიური, მდიდრული სურნელის ბაზაზე ლივლივებენ.

ატამი, ვაშლი, ანანასი, ყვავილი, პაჩული, მუშკი, ველური ვარდი

სუნამოს ძალა მისი შეუცნობელი ხასიათის არომატშია: დახვეწილ ფარჩას ხელით შეეხებით, ხმელთაშუა ზღვის ჰორიზონტს თვალს გააყოლებთ, შეიგრძნობთ, როგორ დნება პირში გემრიელი ფუა გრა, მაგრამ თავბრუდამხვევი, მათრობელა სურნელი, სრულიად მოულოდნელად დაგატყდებათ თავს!

Sillage d’Orient-ის ყოველი არომატის ჩამოსხმა მისტერიის ბოთლში მომწყვდევის რიტუალია, მათი გამოყენება კი ამ იდუმალი ძალის დაუფლების სიმბოლო!

ზოგი მიიჩნევს, რომ იდეალურად კვეთილი ძვირფასი ქვის ძალა მის დამატყვევებელ ბზინვარებაშია, ზოგს კი — მისი ბრწყინვალე ელფერი ნუსხავს.

რა გზითაც არ უნდა გესაუბრებოდეთ ქვა, ის ამას უსიტყვოდ ახერხებს: შეგრძნებებით, ვიბრაციებით, ენერგიით, თქვენს ქვეცნობიერთან იდუმალი კავშირით…

თქვენი შინაგანი ინტუიცია, ძვირფას ქვასთან, როგორც სულიერ მეგობართან, უხილავ ბმას განაპირობებს. სწორედ ამ გამოუთქმელი კავშირის აღმნიშვნელია Sillage d’Orient-ის კოლექცია Signature. მის ყოველ სუნამოში, შესატყვისი სახელის მქონე ქვის მსგავსად, საკუთარი სულის ნაწილს აღმოაჩენთ.

გაიცანით Sillage d’Orient-ის კოლექცია Signature-ის სუნამოები და მიაგენით თქვენი სრულყოფისთვის შექმნილ არომატს!