მთავარიშოპისუნამო

ROSA DOROTEA

ROSA DOROTEA

EAU DE PARFUM

სუნამო

Giardino Benessere-ს არომატი Rosa Dorotea („ვარდი დოროთეა“) შთაგონებულია მოგონებებში შემორჩენილი იმ დახვეწილი სიამოვნებით გამოწვეული ემოციებით, ბავშვობაში, ვარდების ბაღში თამაშისას რომ განგვიცდია.

მოცულობა:

Not Chosen

330.00 ₾
აღწერა

Giardino Benessere-ს არომატი Rosa Dorotea („ვარდი დოროთეა“) შთაგონებულია მოგონებებში შემორჩენილი იმ დახვეწილი სიამოვნებით გამოწვეული ემოციებით, ბავშვობაში, ვარდების ბაღში თამაშისას რომ განგვიცდია.

„ჩვენი საკუთარი სახლის უკანა ეზოშიც იყო აყვავებული ვარდების ბაღი, რომელიც მაისის თვეში, გაზაფხულის სუფთა ჰაერში, უკიდურესად ძლიერ სურნელებს აფრქვევდა — ჩაის ვარდის სამშობლოს — ჩინეთისა და სხვა შორეული ეგზოტიკური ქვეყნების გამოძახილებს.

იმ ბაღში, სხვადასხვა სახეობის ყვავილებს შორის, ჩაის ვარდებით სავსე კუთხეც იყო, მისი ყვავილები თეთრი შროშანებისა და ლურჯი ზამბახის საწოლზე განისვენებდნენ და მწვანე, აყვავებული ფურცლების სუფთა, გრილ სურნელს აფრქვევდნენ…

ეს შთამბეჭდავი თაიგული, ლიბანური სამეფო კედარის უკან, მაგნოლიის დიდი ხის გარშემო იყო მიმოფენილი.

საკუთარი ჩრდილისგან დაცული გონება ცარიელ სივრცეში მიფრინავს და უსასრულობის სილამაზეს უახლოვდება…“

ამ რაფინირებული, კომპლექსური სუნამოს პირველივე ჩასუნთქვისას, მოჯადოებული ადგილის სიგრილეს შეიგრძნობთ და საოცრებათა მხარეში დახვეწილი მოგზაურობაც დაიწყება.

ზედა ნოტები: ჩაის ვარდი, შავი მოცხარი, ნესვი

შუა ნოტები: წითელი ვარდი, შროშანი, მაგნოლია, ზამბახი, პასიფლორა, მწვანე ჩაი

ძირითადი ნოტები: კედრის ხე, თეთრი მუშკი, ქარვა

Alcohol Denat., Parfum, Aqua, Geraniol, Benzyl Salicylate, Alpha- Isomethyl Ionone, Cinnamyl Alcohol, Citronellol, Citral, Linalool, Cinnamal

პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.

კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.

კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.