მთავარიშოპისუნამო

RICINA

RICINA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Ricina-ს მდიდრულ ფლაკონში მოქცეული ნარკოტიკული ნაზავი, V Canto-ს „მწვანე“ კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე საბედისწერო სურნელია: თუ ერთხელ მაინც დააგემოვნებს, მის ცდუნებას ვერავინ გაუმკლავდება.

მოცულობა:

Not Chosen

1,020.00 ₾
აღწერა

აბუსალათინის ზეთის მცენარე — რიცინი (ძლიერი ბიოტოქსინი), არაორდინალური სილამაზის მატარებელია; ამავდროულად, ყოველივე მშვენიერის მსგავსად, შეფარულ, ფატალურ სულს მალავს. ისტორიაში ცნობილი საბედისწერო ქალი — ლუკრეცია ბორჯია (რომის პაპის — ალექსანდრე VI-ის ქალიშვილი, რომელიც განთქმული იყო სილამაზით), სწორედ რიცინით რთავდა საკუთარ ბაღებს — ჭრელი, შესანიშნავი ორნამენტული მცენარით, რომლის მიმზიდველი ნაყოფიც, მთელი წლის განმავლობაში ყვაოდა, თესლი კი — საშინელი შხამის საიდუმლო თავშესაფარს წარმოადგენდა.

რიცინის ფატალური სილამაზე, ლუკრეციას, თავის შავ-ბნელ გეგმებს შთააგონებდა: ბეჭდის საიდუმლო განყოფილებით, მუდამ თან დაჰქონდა დარიშხანი, თუმცა, რიცინიც განსაკუთრებულად უყვარდა, რადგან მსხვერპლს, უკან დასახევ გზას არასოდეს უტოვებდა. დღემდე არ არსებობს ეფექტური ანტიდოტი ამ შხამის გასანეიტრალებლად, და არც V Canto-ს ძვირფასი არომატის — Ricina-ს ძალის წინააღმდეგ მოქმედი ეფექტური დაცვის მექანიზმი მოიძებნება.

გამხსნელი ნოტების ძლიერი გამოძახილები ტკბილად ცეკვავენ მდიდრული ყვავილების გულში, სადაც, საწყის ეტაპზე, თეთრი ზამბახით და პიონით გარშემორტყმული ძვირფასი ჟასმინი აღმოცენდება, შემდეგ კი მას ფორთოხლის ყვავილის ნოტების სიზმრის სადარი როკვა გადაფარავს.

სურნელოვან ქმნილებას ძლიერად ამყარებს მდიდრული ეგზოტიკური მერქნების ბაზა: არომატის საფუძველში, პაჩულის და კამბოჯური უდის (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) ნოტების ექო გამოსჭვივის, სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) სიფაქიზე და მუხის ხავსის სიგრილე კი, მათ სურნელს, ოსტატურად არბილებს.

Ricina-ს მდიდრულ ფლაკონში მოქცეული ნარკოტიკული ნაზავი, V Canto-ს „მწვანე“ კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე საბედისწერო სურნელია: თუ ერთხელ მაინც დააგემოვნებს, მის ცდუნებას ვერავინ გაუმკლავდება.

საწყისი ნოტები: ბერგამოტი, ფორთოხალი, წითელი ქლიავი და ატამი

შუა ნოტები: ჟასმინი, ზამბახი, პეონი და ფორთოხლის ყვავილი

საბაზისო ნოტები: პაჩული, უდი, სანდალოზის ხე, მუშკი და მუხის ხავსი

Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Citronellol, Citral, Hydroxycitronellal, Geraniol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია