მთავარიშოპიYouth Restoring Solutions
Retinol + HPR Ceramide Rapid Skin Renewing Water Cream
კანის სწრაფად აღმდგენი კრემი Retinol + HPR Ceramide Rapid Skin Renewing Water Cream for Normal
Not Chosen
აღმოაჩინეთ ახალი RETINOL + HPR Ceramide Water Cream — კანის მკვებავი, გამაბრწყინებელი და გამაახალგაზრდავებელი ძლიერმოქმედი კრემი, რომელიც ფორმულირებულია პეპტიდების, კერამიდების, ჰიალურონის მჟავისა და დამამშვიდებელი ბოტანიკური საშუალებების სინთეზით შექმნილი Retinol + HPR-ტექნოლოგიით.
კრემის ერთკვირიანი უწყვეტი გამოყენების პირობებში, ნაოჭები და ფორები შესამჩნევად მცირდება, კანი კი — მკვრივდება.
…
შეიგრძენით რეტინოლის მოქმედების ახალი დონე, ტიპური რეტინოლისთვის დამახასიათებელი რეაქციის გარეშე: Elizabeth Arden-ის ძლიერმოქმედი, თუმცა, ამავდროულად, ფაქიზი დამატენიანებელი კრემი — RETINOL + HPR Ceramide Water Cream, პირველივე გამოყენებისას, კანს კვებავს, აბრწყინებს და აცოცხლებს;
ერთკვირიანი უწყვეტი მოხმარების პირობებში, შესამჩნევად ამცირებს ნაოჭებსა და ფორებს, აუმჯობესებს ტონუსს და კომპლექციის ზოგად სტრუქტურას; კანს კი სიმკვრივეს მატებს.
RETINOL + HPR Ceramide Water Cream-ის ფორმულა გვთავაზობს სუფთა რეტინოლისა და HPR-ის — ახალი თაობის რეტინოლის ნაზავს, დამამშვიდებელ ბოტანიკურ საშუალებებს, კანის გამამკვრივებელ პეპტიდებს, ტენიანობის ბარიერის გამაძლიერებელ კერამიდებთან და კანის მკვებავ, შემავსებელ და გამაბრწყინებელ ჰიალურონის მჟავასთან ერთად.
ნაზი, ჰაერივით მსუბუქი კრემი, შეგიძლიათ, წაისვათ როგორც დღისით, ასევე — ღამით; მიზანშეწონილია მათთვისაც, ვისაც რეტინოლის შემცველი საშუალებები არასოდეს გამოუყენებიათ: კვლევის ფარგლებში, 37 ასეთი მომხმარებელი გამოიკითხა; მონაწილეთა 100%-მა დაადასტურა წვრილი ხაზების და ნაოჭების შესამჩნევად შემცირება.
გახსოვდეთ: RETINOL + HPR Ceramide Water Cream-ის დღისით გამოყენებისას, მომდევნო საფეხურზე, აუცილებლად გადაისვით მზისგან დამცავი SPF-საშუალება!
- კანს ნაზად არბილებს და ამავრდოულად, სახისა და ყელის „ჯიუტ“ ნაოჭებზე, სწრაფად ზემოქმედებს
- ბუნებრივი უჯრედული განახლების ხელშეწყობით, კანის ტექსტურასა და ელფერს აუმჯობესებს; ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებით კი, კანს აღადგენს და ტენიანობის ბარიერს აძლიერებს
Retinol + HPR Ceramide Rapid Skin Renewing Water Cream-ის 2-კვირიანი გამოყენების შემდგომ, 74 მონაწილეზე წარმოებული მომხმარებელთა კვლევის ფარგლებში, გამოკვლეულთა 100%, მათ შორის — ის მომხმარებლები, რომელთაც რეტინოლი პიროველად გამოიყენეს, ადასტურებენ, რომ კრემი, კანს, სასიამოვნოდ მოეფინება. პროდუქტის ფაქიზი ფორმულა უსაფრთხოა როგორც დღის, ასევე ღამის გამოყენებისთვის.
Aqua/Water/Eau, Caprylic/Capric Triglyceride, Glycerin, Diisopropyl Adipate, Pentylene Glycol, Dimethicone, Butylene Glycol, 4-t-Butylcyclohexanol, 1,2-Hexanediol, Acetyl Tetrapeptide-11, Acetyl Tetrapeptide-9, Ammonium Acryloyldimethyltaurate/Beheneth-25 Methacrylate Crosspolymer, Bisabolol, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, C13-14 Isoalkane, Caprylhydroxamic Acid, Carbomer, Ceramide NP, Cetearyl Dimethicone Crosspolymer, Dimethyl Isosorbide, Disodium EDTA, Glyceryl Stearate, Glycine Soja (Soybean) Oil, Hydroxypinacolone Retinoate, Laureth-7, Limnanthes Alba (Meadowfoam) Seed Oil, Macadamia Integrifolia Seed Oil, Mica, Moringa Oleifera Seed Oil, PEG-100 Stearate, Phytosphingosine, Polyacrylamide, Polysorbate 20, Retinol, Sodium Hyaluronate, Tromethamine, Zingiber Officinale (Ginger) Root Extract, Parfum (Fragrance), Tocopherol, Iron Oxides (CI 77491). B02751
კრემის გამოსატუმბად, ფრთხილად დააწექით შეფუთვას. გადაინაწილეთ კრემი სახეზე და ყელზე მასაჟისებრი მოძრაობებით, დღისით და/ან ღამით, მზისგან დამცავი SPF-ის შემცველი დამატენიანებლის წასმამდე.
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.