მთავარიშოპიYouth Restoring Solutions

Retinol + HPR Ceramide Capsules Rapid Skin Renewing Serum

Retinol + HPR Ceramide Capsules Rapid Skin Renewing Serum

რეტინოლის და კერამიდის შემცველი ღამის ნაოჭსაწინააღმდეგო კაფსულირებული შრატი Retinol Ceramide Capsules Line Erasing Night Serum

მოცულობა:

Not Chosen

162.00 ₾
აღწერა

გაიცანით Elizabeth Arden-ის ახალი შრატი, არაკაფსულირებული რეტინოლის შემცველ ალტერნატივებზე 76%-ით მძლავრი შედეგით* და ნაოჭებისა და წვრილი ხაზების აღმომფხვრელი და კანის სტრუქტურისა და ელფერის გასაუმჯობესებელი მიზანმიმართული მოქმედებით.

მყარად დალუქული ერთჯერადი გამოყენების თითოეული კაფსულა პროდუქტის სიახლის შენარჩუნების და ეფექტური მოქმედების გარანტორია. შრატი არ შეიცავს კონსერვანტებს და არომატიზატორებს. შემოწმებულია კლუნიკურად და დერმატოლოგიურად.

*მონაცემები ეყრდნობა არაკაფსულირებული რეტინოლის კვლევის ეკვივალენტს, 10-თვიანი შენახვის ვადის პროგნოზირებით. 

მარტივი მოხმარების კაფსულებში მოთავსებული Elizabeth Arden-ის მდიდრული, მსუბუქი სტრუქტურის, ნახევრად გამჭვირვალე შრატი, კანის მოვლის ორ საუკეთესო აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს: რეტინოლს, როგორც კლინიკურად დამტკიცებულ ნაოჭების მაკორექტირებელ საშუალებას, ტენიანობის გამაძლიერებელ კერამიდებთან ერთად. მოცემული ფორმულა, რეტინოლისთვის თანმხლები გვერდითი ეფექტის — კანის გამოშრობის ტენდენციის დასაბალანსებლად შეიქმნა.

ღამის შრატი Retinol Ceramide Capsules Line Erasing Night Serum რეტინოლის ძლიერ ნაოჭსაწინააღმდეგო სასარგებლო თვისებებს კერამიდების ტენიანობის გამაძლიერებელ და კანის ბარიერის აღმდგენ უნარებთან აერთიანებს. მათი ურთიერთქმედებით, წვრილი ხაზების და ნაოჭების ხილვადობა საგრძნობლად მცირდება; კანის სტრუქტურა, ელფერი და სიგლუვე — უმჯობესდება, კომპლექცია კი — შესამჩნევად ახალგაზრდულ იერსახეს იღებს.

Elizabeth Arden-ის ეფექტური ფორმულა, რეტინოლის და კერამიდის სინერგიით, თვალსაჩინო შედეგებთან ერთად, კანის გაუწყლოვანებისგან დამცავი თვისებითაცაა განთქმული.

Cyclopentasiloxane, Dimethicone, C12-15 Alkyl Benzoate, Vinyl Dimethicone/Methicone Silsesquioxane Crosspolymer, Diisopropyl Adipate, Dimethicone/Vinyl Dimethicone Crosspolymer, Dimethicone Crosspolymer, Bisabolol, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, C18-36 Acid Glycol Ester, C18-36 Acid Triglyceride, Ceramide Np, Colloidal Oatmeal, Farnesol, Glycine Soja (Soybean) Oil, Hydroxypinacolone Retinoate, Limnanthes Alba (Meadowfoam) Seed Oil, Macadamia Integrifolia Seed Oil, Moringa Oleifera Seed Oil, Palmitoyl Tetrapeptide-7, Palmitoyl Tripeptide-1, Phytosphingosine, Retinol, Silica Silylate, Sorbitan Laurate, Tocopheryl Acetate. B02856

გამოყენების წესი

კაფსულის გახსნისას, თავსახური ფრთხილად, ორჯერ დაატრიალეთ; გამოწურეთ შრატი და დაიწვეთეთ თითის წვერებზე.

წაისვით შრატი ყოველ ღამე, სახეზე და ყელზე, დამატენიანებელი კრემის გამოყენებამდე.

It all started with the iconic Red Door Spa on Fifth Avenue in New York City. (The first day spa in America!) Elizabeth Arden has evolved into a global beauty powerhouse, known for our technological and scientific innovations in skin care and beauty.

We’re constantly looking forward and moving the needle, while respecting the extraordinary heritage that is our foundation.